ფლორენტინო პერესის პრესკონფერენცია

ამ წუთებში დასრულდა "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პრესკონფერენცია.


"პრესკონფერენცია მოვიწვიე იმ მიზეზით, რომ განცხადება გამეკეთებინა იმ ჭორებზე, რომლებიც ბოლო დროს გავრცელდა. ჩვენ ყველაზე უკეთესად გვესმის ჩვენი კლუბის და მერწმუნეთ ყველაზე მეტს ვითხოვთ მისგან, მაგრამ არსებულ სიტუაციაში არ არის იმის დრო, რომ კლუბს შევუტიოთ. ეხლა მათ ჩვენი გვერდში დგომა ჭირდებათ და მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვთ"

"მე დღეს მოვედი აქ იმის სათქმელად, რომ რაც არ უნდა მოხდეს უახლოეს თამაშებში, ეს არაფერს არ შეცვლის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ კლასიკოს ყველანი დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. ვხედავ, რომ გუნდი მონდომებულია და მას სურს "ბარსელონას" დამარცხება."

"ჩვენმა კრიტიკამ შეიძლება ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვიოს ფეხბურთელებს შორის, ამიტომაც ამის უფლება მხოლოდ გულშემატკივრებს აქვთ."

"პირველი გრძნობა "შალკესთან" თამაშის შემდეგ იყო სიამოვნების გრძნობა, იმის გამო, რომ მეოთხედფინალში გავედით, რაც ალბათ ყველა თქვენგანი დარწმუნდა გუშინ, რომ სულაც არ არის ადვილი საქმე."

"არასოდეს არავისთან არ მქონია პრობლემა."

"მე ვერ შევცვლი ანჩელოტის, რომელმაც წინა სეზონში მოგვიტანა ის ტიტულები, რომლებსაც ამდენი ხნის მანძილზე ველოდით. მან ოთხი ტიტულის მოგების საშუალება მოგვცა. მას თავისი ხედვა აქვს და სწორედაც იქცევა."

"ამჟამად მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარმა შეიძლება სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ კი სეზონის ბოლოს საკმაოდ დიდი დრო გვექნება."

"რონალდუს მიერ დაბადების დღის აღნიშვნას ის შედეგი მოჰყვა, რაც ყველამ ვნახეთ. სიამრთლეა ისიც, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არ ესმით და რომლებიც არ ღებულობენ კრიტიკას, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის."

"ჩემი აზრით, ინტერნეტში ჩატარებული გამოკითხვა არასერიოზულია და მას სერიოზულად არასდროს არ ვუდგები. მანდ შეგიძლია, რაც თავში მოგივა ყველანაირი გამოკითხვა ჩაატარო."

"ვერ გეტყვით, თუ რას ვეუბნები და რაზე ველაპარაკები ფეხბურთელებს"

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რონალდუ კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის წელსაც აპირებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლას. ბევრს არ მოვწონვართ, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ მათი იგნორირება მოვახდინოთ. არ მოგვბეზრდება იმის განმეორება, რომ რონალდუ უმნიშვნელოვანესი და საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენს ფეხბურთელებს შორის ამჟამად საუკეთესო ურთიერთობა სუფევს. ასეთი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ მახსოვს ოდესმე თუ ყოფილა. შესაბამისად ყველა ჭორს იუმორით ვხვდებით."

"მინდა ვთხოვო ყველა წევრსა და კლუბის გულშემატკივარს, რომ გვერდში დაუდგნენ ფეხბურთელებს. არიან ისეთები, რომლებსაც ცუდი სურთ "რეალისთვის". "მადრიდის რეალის" მეკარე ამ კლუბის სიმბოლოა. თუ ის შეცდომას უშვებს, მას გვერდში დგომა და სიყვარული სჭირდება."

"მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა. დღეს დილით ვსაუზმობდი, როცა გაზეთში წავიკითხე , თითქოსდა კვირას ანჩელოტის მოხსნას ვაპირებდი. მას ჩემგან და დირექტორთა საბჭოსგან სრული მხარდაჭერა აქვს. არ ვაპირებ ყოველდღიურად გარეთ გამოსვლას და ჭორების უარყოფას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ანჩელოტის ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროს ამტკიცებენ. ასეა ანჩელოტის შემთხვევაშიც და ასეა ბეილის შემთხვევაშიც."

"არის ხალხი, რომლებსაც ჩვენთვის ცუდი სურთ და ცდილობენ ზიანი მოგვაყენონ.

"გვქონდა კარგი და ცუდი პერიოდი. დეკემბერში ბრწყინვალედ დავასრულეთ წელი, მას შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა კარგად გაგრძელება. ყველაფერი მოგვარდება, მთავარია სიმშვიდე და სიტუაციის დასტაბილიზება. ამჟამად ლიგაში მეორე ადგილზე ვართ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/4 ფინალში გავედით. ასეთ მდგომარეობაში ბევრი გუნდი არ არის და ისინი შეგვნატრიან."

"ბეილი ზაფხულში იმისთვის შევიძინეთ, რომ ტიტულები მოგვეგო. მასში გადახდილი თანხის გამო მასზე დიდი ზეწოლაა. მოვიდა თუ არა, მაშინვე თქვეს, თითქოს მას ხერხემლის ანემია სჭირდა. როგორც შემდგომში გაირკვა , ეს სიცრუე იყო. ათამაშდა ფეხბურთელი და ყველამ დაივიწყა მისი ვითომ ტრავმიანობა. მას კიდევ დიდი ხანი აქვს სათამაშო "მადრიდის რეალში".

"აქ მაღალი მოთხოვნებია და ხალხს დრო სჭირდება ამის გასაგებად. მას (ანჩელოტის) ამის შესახებ , როცა მოვიდა მაშინ ვეუბნებოდი. ამჟამად ის ცოტა არ იყოს გაკვირვებულია, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია და ფეხბურთელების მხრიდან დიდი ნდობა აქვს."

"ის მონდომება და ციკლი, რომელიც გვქონდა დეკემბრის ბოლოს, როცა ყველას და ყველაფერს ვამარცხებდით და ვიგებდით, ძნელია შეინარჩუნო. აუცილებლად დავიწყებთ მოგებებს და ავთამაშდებით ისე, როგორც აქამდე."

"ეხლა ის დროა, როცა ფეხბურთელებს ჩვენი სიყვარული უნდა დავანახოთ."

"აუცილებელია ერთიანები ვიყოთ. მოვუწოდებ ყველა ჩვენს წევრსა და გულშემატკივარს, მხარი დაუჭირონ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. მათ უნდა იგრძნობ ჩვენი სითბო და სიყვარული. სწორედ ესაა ჩვენი სიძლიერე."

"მადრიდის რეალს" ერთ სეზონში ოთხი ტიტული არასდროს არ მოუგია. ამ მწვრთნელმა და ამ ფეხბურთელმა შეძლეს ეს და დაწერეს კლუბის ისტორია."

თასის ფინალი ბერნაბეუზე: " "მადრიდის რეალს" არასდროს არაფერი არ დაუბლოკია. არიან სხვა კლუბები, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ მოედანს და აირჩიონ მათ შორის." dle 10.1

  • J.Z.
  • 12 მარტი 2015
  • 7405
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)