პეპეს სრული ინტერვიუ

გთავაზობთ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "მადრიდის რეალის" ცენტრალური მცველის მიერ La COPE-სთვის მიცემულ სრულ ინტერვიუს.


ანჩელოტი-მოურინიო: "ეჭვგარეშეა, რომ ანჩელოტი უნდა დარჩეს. მან ასეთ მოკლე დროში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასში ეჭვი არავის შეპარვოდა. მოურინიო უკვე წარსულია. ჩვენ წინ ვიხედებით. ანჩელოტის ყველაფერი აქვს იმისთვის , რომ კლუბში კიდევ დიდი ხნის მანძილზე იყოს. კარლო უფრო ინტენსიურად და უფრო მეტს გვავარჯიშებს, ვიდრე მოურინიო. მადლობა ღმერთს, ისეთი მწვრთნელი შეგვხვდა, როგორიც იტალიელი სპეციალისტია. ძალიან დამეხმარა მე პირადად და მადლობა მას ამისთვის. სულ მეუბმებოდა: "პეპე, შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ მალე შეეწყო გუნდს, ძლიერი ხარ, თამაშებს კითხულობ და შენ მაქსიმალურად უნდა მოინდომო"

მადრიდისადმი ზიზღი: "როცა ესპანეთის ნებისმიერ მოედანზე სათამაშოდ გავდივართ, ვგრძნობს, რომ ხალხს ისე არ ვძულვართ, როგორც ეს მოურინიოს დროს ხდებოდა. დღეს "მადრიდის რეალი" დიდი კლუბია. აღვიდგინეთ ჩვენი სახე. დღეს ისკოს მეტოქის გულშემატკივრები ტაშს უკრავდნენ, რაც რამოდენიმე ხნის წინ წარმოუდგენელი იყო."

კასილასი: "კასილასი დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მის ირგვლივ არსებული სიტუაცია კი გასაოცარი. მოურინიოს შემდეგ მასთან მიმართებაში ბევრი უსამართლობა ხდება. ყოველთვის ვიმეორებდი და გავიმეორებ, რომ მას სხვა თუ არაფერი, იმის გამო მაინც უნდა სცენ პატივი, თუ რაც გააკეთა ესპანეთისთვის და ამ კლუბისთვის. დღითი დღე ხალხი ივიწყებს იმას, თუ რა გააკეთა იკერმა, რა მოიგო მან და რა მისცა თანამედროვე ფეხბურთს, ეს კი მე ძალიან მწყინს. როცა ხალხს მოვუწოდე, პატივი ეცათ მისთვის. ყველამ მტრად გამომაცხადა. ხალხი ცდება და იკერი ამას ხედავს. ის ნებისმიერ ჩვენგანზე მეტად გრძნობს ამ კლუბის ფერს."

კრიშტიანოს ზეიმი: "ჩემთვის რონალდუ მუდამ საუკეთესო იყო ჩემთვის. ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ აღნიშნოს დაბადების დღე, მაგრამ აღნიშვნისთვის არასწორად იყო დღე შერჩეული."

კრიზისი: "სტვენა, რომელიც "ბერნაბეუზე" ისმის ცუდად მოქმედებს, მაგრამ ჩვენს გულშემატკივრებს აქვთ ამის უფლება. მათ უკეთესად იციან, როდის ვთამაშობთ ცუდად და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. "შალკეს" წინააღმდეგ ცუდად ვითამაშეთ. ბევრი ვირბინეთ, მაგრამ უშედეგოდ, იმიტომ, რომ ერთ გუნდად არ ვიყავით შეკრულნი. თამაშს არ მივუდექით სრული სერიოზულობით, ინტენსივობა გვაკლდა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველა ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. არდადაგების შემდეგ დავკარგეთ ის საღი აზრი და მონდომება, რომელიც მანამდე გაგვაჩნდა. უფრო მეტად უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი და არ დავუშვათ თამაშის სადავეების ხელიდან გამოცლა. ამ ყველაფრის შემდეგ შედეგიც შესაფერისი იქნება. ვფიქრობდით, რომ მარტივად შევძლებდით წინ წასვლას, მაგრამ შევცდით. უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევუტიოთ, თავი უნდა დავიცვათ და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ერთმა გუნდმა. ჩემი აზრით, რამოდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც თამაშს ისე არ უყურებენ, როგორც თავიანთ ბოლო თამაშს, ცდებიან. დროა მაღლა ავიწიოთ, ვინაიდან საკმაოდ დაბლა ჩამოვედით."

კლასიკო: " "ბარსელონა" კლასიკოს ფავორიტია. ჩვენ არ ვართ, ვინაიდან ძალიან ცუდ დროს ემთხვევა თამაში. მიუხედავად ყველაფრისა, არ გვეშინია, მაგრამ მთავარია, რომ მოედანზე გავიდეთ ისე, თითქოს ეს ჩვენი ბოლო თამაშია და თუ შევძელით "კამპ ნოუზე" გამარჯვება, მაშინ შეგვეძლება ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც. გვაქვს საკმაო რესურსი იმისთვის, რომ "ბარსელონა" დავამარცხოთ. ფეხბურთის თამაში არ დაგვიწყებია."

ფლორენტინო: "ის საუკეთესო პრეზიდენტია. მან იცის, როდის ვის უნდა გაუხანგრძლივოს და მე ბედნიერი ვარ ამით. პრეზიდენტს არ მოსწონს ის სიტუაცია, რაც ბოლო დროს გადაგვხდა თავს და მე მესმის მისი"

უხეში: "ასეთი არ ვარ. ბევრი რამე ვისწავლე. როცა ჩემი გოგო დაიბადა, ვცადე შევცვლილიყავი და დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ არ ვიყავი უხეში ფეხბურთელი. ცხოვრების მანძილზე ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს და ბევრ შეცდომებს უშვებს. მთავარია გამოსავალი იპოვო და შემდგომში არ დაუშვა ანალოგიური შეცდომები. კასილასი და ანჩელოტი ძალიან დამეხმარნენ. ისინი კარგი ადამიანები არიან და მე მათთან მუდამ მეგობრული დამოკიდებულება მექნება, ისევე როგორც, ალბათ ბუსკეცთანაც. ის, რაც მოედანზე ხდება, იქვე უნდა დარჩეს. შეცდომებს ვუშვებთ. მეც ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია. მინდა, რომ ჩემი ორი ქალიშვილისთვის სამაგალითო ვიყო, ვინაიდან მე ჩემი მშობლები მყავს სამაგალითოდ. ჩემმა მშობლებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ მქონოდა ის, რაც დღეს მაქვს, ეხლა კი ჩემი დროა და მე უნდა ვიშრომო ჩემი ოჯახისთვის."

ყველაზე ცუდი თამაში: "ყველაზე ცუდი, ჩემი აზრით, იყო "ბარსელონასთან" (5:0). გვინდა იმ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რაშიც ეხლა ვართ, ვინაიდან ჩვენ ისევ ის ფეხბურთელები ვართ, რომლებიც ვიყავით ორი თვის წინ, როცა ყველა ფიქრობდა, რომ "მადრიდის რეალი" დაუმარცხებელი იყო. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, ვიცით საიდანაც უნდა დავიწყოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ მართლები არ ვიყავით, ვცდებოდით."

"რეალი" ბერლინის ფინალში: "იმედი მაქვს ასე იქნება"

კონტრაქტის გახანგრძლივება: "წელიწადნახევარი ჯერ კიდევ დარჩენილი მაქვს. შესაბამისად ეხლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის, ვინაიდან ბევრი საფეხბურთო პრობლემაა კლუბში მოსაგვარებელი. თავს მშვიდად ვგრძნობ, ვინაიდან აქ მუდამ თბილად მიღებდნენ, ხალხს ვუყვარვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ვატარებ "მადრიდის რეალის" მაისურს."

თასის ფინალი "ბერნაბეუზე": "რთული საკითხია. ფეხბურთში აუცილებელია, რომ კლუბის ისტორიას ხალხმა პატივი სცეს."

ნეიმარის ხუმრობა "შალკეზე": "მე ჩემს გამონათქვამებზე შემიძლია პასუხის გაცემა. სხვისი ნათქვამი კი მათი პრობლემაა. დიახ, მე ჩემი საქმე მაღელვებს და ის, რომ კარგად არ ვთამაშობთ, მაგრამ გპირდებით, რომ მუშაობას და ბრძოლას გავაგრძელებთ და გამოვალთ ამ მდგომარეობიდან."

მოურინიოსთან მუშაობა: "ფეხბურთელი ვარ და არანაირი პრობლემა არაა ჩემი მხრინდა, მაგრამ "მადრიდის რეალიდან" წასვლა გამჭირდება, ვინაიდან მიყვარს ეს კლუბი. ნაპოვნი მაქვს ჩემი ადგილი, ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობს და იდეალურად ვარ შეწყობილი გულშემატკივრებს. აქაურობა ჩემი ოჯახის ნაწილია."

ლა ლიგა: "ჩვენთან შედარებით, თეორიულად "ბარსელონას" უფრო ძლიერი კალენდარი აქვთ. როგორც ვიცი, ისინი 7 თამაშს თამასობენ გასვლაზე და 5-ს შინ, ხოლო ჩვენ 7-ს შინ ვითამაშებთ და 5-ს გარეთ. გარდა ამისა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მონდომებით გავალთ მოედანზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეგვიძლია "ბარსელონას" დამარცხებით ლიდერობა დავიბრუნოთ."

ფლორენტინო გასახდელში: "სავსებით ნორმალურია, როცა პრეზიდენტს არ მოსწონს ის, რასაც ბოლო ორი თვეა ვაკეთებთ და სავსებით მესმის მისი. გვესმის მათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ."

მოდრიჩის დაბრუნება: "ასევე დაბრუნდება რამოსი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან საკმაოდ დიდი ტრავმიანობა დაგვატყდა თავს."

გაბრაზებული რონალდუ: "ის სულით გამარჯვებული ადამიანია. ჩვენს მსგავს სიტუაციაში არავინ არ იქნება ბედნიერია, სწორედ ამიტომაც იქცევა რონალდუ ასე. გამიხარდა, როცა რონალდუმ ორი გოლი გაიტანა. გარდა გოლების გატანისა, ის უზარმაზარ სამუშაოს სწევს მოედანზე."

"მანჩესტერი" : "ორი წლის წინ იყო სპეკულაციები, რომ შეიძლება გუნდი დამეტოვებინა. სავსებით ნორმალურია, როცა სხვა კლუბები "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულნი, მაგრამ "რეალის" 25 კაციან განაცხადში ყოფნაც კი ჩემთვის უფრო დიდი პრივილეგიაა."

კარიმ ბენზემა: "ის მშვიდი პიროვნებაა. თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ ძალიან საყვარელი, განათლებული, პრინციპული და კარგი ბიჭია."

ბეილი: "ძალიან მშვიდია"

წყარო: AS dle 10.1

  • J.Z.
  • 12 მარტი 2015
  • 3194
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)