პეპე: „ანჩელოტი უფრო ინტენსიურად გვავარჯიშებს“

პორტუგალიელმა მცველმა La COPE-სთან ჩაწერა ინტერვიუ.


„რა თქმა უნდა, ანჩელოტი გააგრძელებს თავდაუზოგავ მუშაობას, ამაში არავის ეპარება ეჭვი.მან საკმაოდ მოკლე პერიოდში, დიდი წარმატება მოგვიტანა.სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მენატრება მოურინიო.ჩვენ სხვა ერაზე ვსაუბრობთ, რომელიც უკვე დასრულდა.ის ბევრს ითხოვდა ჩვენგან, თუმცა არ იყო შემწყნარებელი.აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის პირობებში, „რეალის“ სავარჯიშო სესიები გაცილებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.მადლობა ღმერთს, რომ კარლიტო ჩემი დამრიგებელია, ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან.ერთ დღესაც იტალიელმა მითხა - „პეპე, შენი კვალიფიციურობის წყალობით, წინასწარ უნდა იგრძნო მატჩის რიტმი.შენ ხარ სწრაფი და ღონიერი, ამასთანავე, კარგად კითხულობ თამაშს.მაქსიმალური ფოკუსირება უნდა მაოხდინო.““

„მოურინიოს ფორმაციის გუნდი ყველას სძულდა ესპანეთის დანარჩენ ქალაქებში.დღესდღეობით, საბედნიეროდ, მთლიანად შევიცვალეთ იმიჯი და შეიძლება ითქვას, სხვა კლუბი გავხდით.ახლა უკვე ჩვენ ფეხბურთელებს აპლოდიმენტებსაც უძღვნიან სხვადასხვა სტადიონებზე.“

„კასილიასი მსოფლიოს საუკეთესო კიპერია.არ მესმის, როდესაც მისი მისამართით სტვენა ისმის.ჩემთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ აითვალწუნა მოურინიომ იკერი.მაშინ ვთქვი, რომ კაპიტანს უსამართლოდ ექცეოდნენ.სამწუხაროდ, ადამიანებს ადვილად ავიწყდებათ ყველაფერი.იკერმა ყველაფერი მოიგო, რაც შესაძლებელი იყო და ძალიან ბევრი გაიღო ფეხბურთისთვის.როდესაც კასილიასს გამოვექომაგე, მითხრეს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვიყავი და ლამის მტრად შემრაცხეს.ამ კაცმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს სამეფო კლუბის მაისურის ტარება.ის ძალიან კარგად აანალიზებს არსებულ მდგომარეობას.ეს ყველას არ შეუძლია.“

„კრიშტიანუ ყოველთვის საუკეთესო მეგობარი იქნება ჩემთვის.თითოეულ ადამიანს აქვს უფლება აღნიშნოს საკუთარი დაბადების დღე, თუმცა მართალია, რომ მაშინ ამის შესაფერისი დრო არ იდგა.“

„რთულია, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გვაკრიტიკებენ, თუმცა ჩვენ ქომაგებს ამის უფლება აქვთ.ისინი ჩინებულად ხვდებიან, თუ როდის თამაშობს გუნდი ცუდად.„შალკეს“ წინააღმდეგ ბევრი ვირბინეთ, მაგრამ გუნდურად არ გვიასპარეზია.სათანაოდ ვერ მივუდექით მეტოქეს და ამასთანავე, ინტენსიურობა გვაკლდა.დარწმუნებული ვარ, უახლოეს მატჩებში გამოვასწორებთ გამოსვლას და კვლავ დავადგებით გამარჯვებების გზას.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)