მიატოვიჩი:"მადრიდის "რეალში" რამოსის შემცვლელი არ არსებობს"

ფრედრაგ მიატოვიჩმა მადრიდის "რეალსა" და სერხიო რამოსზე ისაუბრა...


"არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის "რეალში" სერხიო რამოსს შეცვლის, რადგან ის კლუბის ლეგენდა და სახე გახლავთ. ესპანელი მოთამაშისთვის მადრიდი სახლია. რაფაელ ვარანი პოტენციალითა და პერსპექტივით სავსე უკანახაზელი გახლავთ, მაგრამ ის ვერ შეცვლის რამოსს, ისევე როგორც ვერავინ შეცვლიდა ლეგენდარულ ფერნანდო იეროს, კაპიტანს, რომელმაც თეთრი მაისურით 127-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება."

"პიკე იდეალური მოთამაშეა, მაგრამ ის ვერასდროს შეცვლიდა კარლეს პუიოლს, რადგან ის "ბარსელონას" ლეგენდა გახლდათ, მოტივატორი და დიდი პროფესიონალი."

"ანჩელოტის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მან კლუბში მოსვლის პირველივე წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კიდევ 3 ტურნირი, ახლა კი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალშია და 1/4 ფინალში გადასვლის დიდი შანსი აქვს. "ატლეტიკოსთან" წაგებებს კარლოს აბრალებდნენ, მაგრამ მე ყურადღებას უსურ ფეხბურთელებზე უფრო გავამახვილებდი, რომლებიც თანაქალაქელთა მხრიდან დაიჩაგრნენ."

"ლუკა მოდრიჩის ტრავმამ მთელ მადრიდს დაასვა დაღი. ტონი კროოსი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, რადგან წყვილში ხორვატი არ ჰყავს, იგივეს თქმა შეიძლება გარეთ ბეილზეც, რომლის საუკეთესო ასისტენტი სწორედ მოდრიჩი გახლავთ, მის გარეშე უელსელი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას."

"წინახაზელებთან პრეტენზიების გამოთქმას მუშაობა სჯობს. რონალდუს არაერთხელ ჰქონია ჩავარდნა და არაერტხელ დასტყდომია თავს კრიტიკა, მაგრამ პასუხად ოქროს ბურთები მივიღეთ."

"ლუის სუარესი "ბარსელონაში" საკუთარ სიტყვას იტყვის, პაუზის შემდეგ ურუგვაელი ფორმაში შედის და ბრწყინვალე ტრიოს ქმნის მესისთან და ნეიმართან ერთად."

"ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები? მე მხარს ვუჭერ ლუიშ ფიგუს, რადგან მას ბევრი ნათელი გეგმა აქვს." dle 10.1

  • Hala
  • 10 მარტი 2015
  • 2999
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)