კროოსი:"მადრიდში ტიტულების მოსაგებად ვარ"

ტონი კროოსმა "შალკესთან" მატჩის წინ მრავლისმეტყველი ინტერვიუ ჩაწერა...


"მადრიდში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი. მხოლოდ 25 წლის ვარ და სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი 6 წლიან ხელშეკრულებას. საკუთარი მომავალი "რეალს" იმიტომ დავუკავშირე, რომ დიდი პერსპექტივა დავინახე. მსურს კლუბთან ერთად არაერთო ოქროს მედალი მოვიპოვო."

"მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ რთული იყო ესპანეთში გადასვლაზე ფიქრი, მაგრამ "ბლანკოსი" სხვა განზომილებაა. აქ ყველაზე დიდი მოთხოვნებია, გერმანიაში საკუთარი თავი ამოვწურე, ესპანეთში გადმოსვლით კი არაერთი გამოწვევა მივიღე, რომელსაც ეტაპობრივად ვუპასუხებ."

"შალკესთან ძალიან კომფორტული სიტუაცია შევქმენით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 1/4 ფინალში ვართ. არ დაგვავიწყდეს "გელზენკირხენელთა" წარმომავლობა. გერმანული კლუბები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, ამიტომ დიდი მობილიზებით თამაში გვმართებს. მიუხედავად იმისა, რომ "ველტინს არენაზე" გავიმარჯვეთ, ყველაფერი სასწორზე დევს."

"არ გამოვრიცხავ, "შალკესთან" წარმატების შემთხვევაში 1/4 ფინალში კიდევ ერთ გიგანტს, მიუნხენის "ბაიერნს" შევხვდეთ. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით."

"მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს შევადარებ ერთმანეთს. მუნდიალი სანაკრებო წარმატების პიკია, ხოლო ჩემპიონთა ლიგა საკლუბო პროგრესის ზედა ზღვარი. მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ეს არის სულ სხვა განზომილება."

"ჩვენ ვეცდებით მოპოვებული ტიტულის დაცვას. "რეალის" რიგით მე-11 თასი იდეალური იქნება."

"პირად ცხოვრებაზე საუბრით არასდროს დაკავებულვარ, რადგან ამ თემას არ ვეხები. ჟურნალისტებთან მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით შემიძლია კომენტარი გავაკეთო."

"ჩვენთვის მიმდინარე სეზონში არაერთი მადრიდული დერბი დასრულდა ფიასკოთი. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს სიმეონეს გუნდთან განცდილი მარცხები არავის ემახსოვრება, მომდევნო წელს კი მათ აუცილებლად დავამარცხებთ." dle 10.1

  • Hala
  • 9 მარტი 2015
  • 2101
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)