ანჩელოტი:"ბასკებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს"

მადრიდის "რეალის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ბაკსებთან დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


"ბილბაოელებმა ძალიან კომფაქტური ფეხბურთი შემოგვთავაზეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი გამოსვლა ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გარკვეულ ასპექტებში არაეფექტურები ვიყავით, ზოგან კი იღბალმა გვაქცია ზურგი."

"გუნდი მაშინ თამაშობდა ინდივიდუალურად, როდესაც საჭირო იყო. გუნდურობის პრინციპის დაცვა აუცილებელია, თუმცა რიგ მომენტებში ინდივიდუალური ოსტატობა აუცილებელიც აღმოჩნდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ზუსტად იმ მომენტებში ამჯობინეს გუნდური თამაში."

"ხესეს მოედანზე შესვლით შეტევა გაძლიერდა. კროოსი იმიტომ შევცვალე, რომ ძალიან დაღლილი იყო და დასვენებული ფეხბურთელის მოედანზე გასვლა უპრიანი იქნებოდა, თანაც იმ ფონზე, როდესაც შტურმს ვამზადებდით."

"ვგონებ, ფიზიკური თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს. კოლექტივის ხარვეზი შეტევითი პოტენციალის კლება და ნაკლები ინტენსივობაა. 90 წუთის მანძილზე მოვუწოდებდი ფეხბურთელებს, რომ ტემპი არ დაეგდოთ."

"პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი და არც ამჯერად შეიცვლება რამე. ყველანაირად ვეცდები გუნდი არსებული სიტუაციიდან გამოვიყვანო და პროგრესი ვაჩვენოთ. ლა ლიგის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, ახლა დაველოდებით "ბარსელონას" მატჩს. შესაძლოა ლიდერის სტატუსი დავკარგოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ბევრს არაფერს გადაწყვეტს."

"ბეილთან, რონალდუსთან და ბენზემასთან პრობლემა არ მაქვს. ისინი ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ნამდვილად მეტი მოეთხოვებათ, შეტევაში ბევრად უფრო ინტენსიურები უნდა ვიყოთ."

"მომდევნო ტურებში ბურთზე კონტროლი უნდა გავამკაცროთ და ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. ახლა "შალკესთან" მატჩზე გადავერთვებით, შემდეგ კი კვლავ ლა ლიგას მივაქცევთ ყურადღებას. გუნდი მუშაობას არ შეწყვეტს და მაქსიმალურად ეცდება სასურველ ფორმაში ჩადგომას." dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2015
  • 1963
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)