კასილასის დებიუტი სან მამესზე შედგა

დღევანდელი მატჩი იკერ კასილასისთვის გამორჩეული იქნება.


ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" კაპიტნის დებიუტი პრიმერა დივიზიონში სწორედ "ატლეტიკთან" მატჩის დროს შედგა. ძირითადი გუნდის მაისურით იკერ კასილასი ლა ლიგაში 1999 წლის სექტემბერში სან მამესზე გამოვიდა.

15 წლის შემდეგ იკერი კვლავ ბრუნდება აღნიშნულ სტადიონზე. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად ის, რომ კასილასის ანგარიშზე უკვე 500 ჩატარებული შეხვედრაა პრიმერა დივიზიონში.

აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე მადრიდელთა ცოცხალმა ლეგენდამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ატლეტიკი" საკუთარ კედლებში ძლიერად გამოიყურება და ეს რეზულტატზეც აისახება: სამეფო კლუბმა "ატლეტიკს" სან მამესზე ექვსჯერ მოუგო, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ხუთ დაპირისპირებაში "ბლანკოსი" დამარცხდა.

აღნიშნულ 13 შეხვედრაში იკერმა 19 გოლი გაუშვა, საშუალოდ კი 1.4 ბურთი გამოდის ერთ მატჩში.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 7 მარტი 2015
  • 1930
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)