კროოსი: „„რეალში“ ანჩელოტის გამო გადავედი“

ტონი კროოსმა პირველ მადრიდულ სეზონზე ისაუბრა UEFA.com-თან.


„ვფიქრობ, ჩემთვის ნაყოფიერად დაიწყო ახალ კლუბში მოღვაწეობა, თუმცა პირველი ნაბიჯები უკვე წარსულს ჩაბარდა.ამ მომენტისათვის, „რეალი“ ლიდერის პოზიციაზე იმყოფება პრიმერა დივიზიონში, ხოლო წარმატებულ სვლას განაგრძლობს ჩემპიონთა ლიგაზე.ვიმედოვნებ, რომ სეზონი ბოლო წარმატებული იქნება ჩვენთვის.

„ანჩელოტიმ დამარწმუნა, რომ ახალ ამპლუას გავართმევდი თავს.სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს და სიამოვნებას ვიღებ აღნიშნულ პოზიციაზე.კარლოს შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ თამაშების წინ.რა თქმა უნდა, ჯერ კარგად არ ვიცნობ გუნდებს და ამაში გასაკვირი არაფერია.ის ძალიან მეხმარება.“

„ანჩელოტი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ავირჩიე სამეფო კლუბი.ტრანსფერის განხორციელებამდე, ჩვენ შორის კომუნიკაცია შედგა. მან მითხრა, რომ „რეალი“ უფრო ძლიერი იქნებოდა ჩემთან ერთად.“

„ცენტრალური ნახევარმცველობა მეტად რთულია.ამ დროს მრავალფუნქციურობა გმართებს, რამეთუ ეფექტურად უნდა ითამაშო როგორც, ბურთით, ასევე მის გარეშე, წარმატებით უნდა ჩაშალო და დაიწყო შეტევები, სათანადოთ უნდა უპასუხო გამოწვევებს.მაქსიმალურად ვცდილობ დავძლიო სისუსტეები.ვიცი, რომ უკეთესად შემიძლია თამაში და ამისათვის ძალისხმევას არ ვიშურებ.“

„ჩემპიონთა ლიგა კონკურენტუნარიანი ტურნირია, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ.შენ ევროპის საუკეთესო კლუბებთან გიწევს პაექრობა, რაც დიდ გამოწვევებს უკავშირდება.ვეცდები, რომ მადრიდელებთან ერთადაც მოვიგო პრესტიჟული ტურნირი.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)