გალაკტიკო 2.0, ფლორენტინოს რენესანსი ?



რეალში ახალი დროება დადგა

P.S. მზის როლში ვინ გამოდის თუ ხვდებით ? wink


ინგლისურ პრემიერ-ლიგას ბოლო წლებია, რაც ყავს ყველასთვის კარგად ცნოდილი დიდი ოთხეული, ხოლო ესპანურ ლა ლიგას კი დიდი ორეული., მაგრამ ეს ორი , მართლაც რომ დიდი კლუბები არიან. 21-ე საუკუნის დასაწყისში ფიფამ მადრიდის რეალი 20-ე საუკუნის კლუბად დაასახელა, მაგრამ მიუხედავად 9 მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასისა, დღევანდელი გადასახედით , ბარსელობა “უფრო მეტია ვიდრე კლუბი”(‘Més que un club’)

ესპანეთში ზემოთხსენებული დიდი ორეული,ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავებულ თამაშს თამაშობენ/უჩვენებენ, ცოტაოდენი გამონაკლისის გარდა, როცა ერთი ამ დიდი ორეულიდან იგებს ტიტულებს, მეორე აგდებს სეზონს, ასე იყო წელსაც, ბარსელონამ მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეეძლო, ხოლო მადრიდის რეალმა კი წააგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა. ყოველ წელს, ან ერთია ფორმაში და იგებს ტიტულებს, ხოლო მეორე კი კარგავს მათ, ან პირიქით. რეალმა წელს წააგო ჩემპიონთა ლიგა და ვერ გასცდა 1/8 ფინალს, წააგო ლა ლიგა , ისიც სამარცხვინოდ, და დათმო კოპა დელ რეის თასი.

ესაა ის ძირითადი მიზეზები, რამაც “აიძულა” პერესი მეორე ვადით მოსულიყო კლუბის სათავეში. თეთრი მხედარი დაბრუნდა ისე, რომ მას არჩევნებში ერთი ხმაც არ მიუღია, მისმა მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს და შესაბამისად დარჩა მარტო ერთადერთი კანდიდატი-ფლორენტინო პერესი.

წინა პრეზიდენტმა , რომან კალდერონმა მოიგო 2006 წლის არჩევნები იმ დაპირებით, რომ კლუბში მოიყვანდა სესკ ფაბრეგას არსენალიდან და რიკარდო კაკას მილანიდან, მაგრამ საკუთარი კარიერის დასრულების ბოლოს მან მხოლოდ ჩელსიდან არიენ რობენის მოყვანა მოახერხა.

პერესის გამოჩენა, როგორც გალაკტიკოს ერის შემოქმედის, ძირითადად დაფუძნებულია კლუბში მაღალი კლასისი ფეხბურთელების მოყვანასთან და ამაში დიდი ფულის ჩადებასთან. მან ეს უკვე მოახერხა მისი პირველი ვადის დროს. როცა კლუბში ერთ წელს მოიყვანა ლუიშ ფიგო, მომდევნო სეზონში ზიდანი და მერე კიდე რონალდო. სწორედ იმ წლებში კლუბმა მოახერხა მეცხრე ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება, მაგარამ ამას შემდგომში მოყვა მთავარი მწვრთნელის ვისნეტე დელ ბოსკეს , თანამდებობიდან განთავისუფლება.

დელ ბოსკეს კლუბიდან წასვალმ ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვია, მათ რიგებში იყვნენ მაკელელე და იერო. მაღალი დონის მცველისა და იმ ადამიანი, რომელმაც ახალი სათამაშო კლასი შექმნა ნახევარმცველის პოზიციაზე, გარეშე კლუბს კვლავ დაეწყო ჩავარდნები.

გავიდა დრო და პერესი ისევ დაბრუნდა, ამჯერად მან კლუბში მოიყვანა მანუელ პელეგრინი ვილიარეალიდან. წინათ ამ უკანასკნელმა მოახერხა ლიგის თასის მოგება ლივერპლეიტთან ერთად არგენტინაში და შეიძლება თუ არა , რომ ეს გახდეს, ცოტა არ იყოს არეული სტრუქტურისთვის(იყო თუ არა იმის აუცილებლობა, რომ ზიდანი დაენიშნათ პრეზიდენტის მრჩევლად?) გამოსადეგი გამოცდილება? პელეგრინის შესაძლო წარმატებები ცოტა არ იყოს კიტხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კლუბმა მოახერხა კაკას გადმოყვანა, მაგრამ პერესმა და მთელმა მადრიდის რეალის ახალმა ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ მათ ველაფერი გააკეთეს რონალდუს საყიდლად და ეს 99%-ით გამოუვიდათ.

ალვარო ნეგრედო, ყოფილი მადრიდის რეალი ბ-ს ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად შესანიშნავ სეზონს ატარებს ალმერიას შემადგენლობაში, გაიტანა რა 19 გოლი, შეიძლება კლუბმა იაფად გამოისყიდოს და გამოიყენოს ისეთი ტრანსფერების განსახორციელებლად , როგორიცაა ვალენსიიდან(ვილია,სილვა,) და ლივერპულიდან(ხავი ალონსო).

გარდა ამისა პერესის გეგმებში ჯდება სხვა ფეხბურთელები, რომლეთა ყიდვაც მას ძირითადად დაცვის გასაძლიერებლად სურს, არის გარკვეული ხმები, მაგრამ გარკვევით ჯერ არვისთვის არაა ცნობილი თუ რა ტრანსფერს განახორციელებს პერესი ამ ზაფხულს. ასევე ფაქტია, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს ლასანა დიარას-მაკელელეს ახალი შემცვლელის-როლი კლუბში, ამიტომ პერესი არ აპირებს მის გაყიდვას, მაგრამ მას ასევე ესაჭიროება ახარი ცენტრალური მცველი მას შემდეგ, რაც კანავარო იუვენტუსში გადავიდა , ასეთად კი ნემანია ვიდიჩი მანჩესტერ იუნაიტედიდან მოიაზრება.

როდესაც პერესი პირველად მოვიდა კლუბში, მაშინ მადრიდის რეალი გამოკეთდა, ასევე გამოკეთდა კლუბი, როცა მან დატოვა ბლანკოსები. პერესს დიდი დრო ქონდა იმისთვის, რომ გაეაზრებინა საკუთარი შეცდომები და ამიტომაცაა, რომ დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ პერესი ერთსადა იმავე შეცდომას ორჯერ აღარ დაუშვებს , ვნახოთ.


წყარო: sportreview
dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 3560
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)