პელეგრინი:"ისკო გენიალური ფეხბურთელია"

მანუელ პელეგრინის განცხადებით, მადრიდის "რეალს" ისკოს სახით გენიალური ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც სულ მალე გახდება ოქროს ბურთის კანდიდატი...


"ესპანეთში დიდი კონკურენციაა, რადგან ბრძოლაში უკვე მეორე წელია "ატლეტიკოც" ჩაერთო. სეზონის სტარტზე "რეალმა" სასურველი თამაში ვერ აჩვენა, შემდეგ კი 22 მატჩიანი მოგებების სერია გამოაცხო. იმ დროს "ბარსელონადან" ლუის ენრიკეს წასვლაზეც კი საუბრობდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ იდეალურ "ბარსას", რომელმაც საკუთარი თამაში იპოვა და ნებისმიერი გუნდისთვის საშის მეტოქედ ითვლება. ამ წუთისთვის ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელიც კოლექტივია უფრო ძლიერი, თუმცა ესპანეთის წარმომადგენლები ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ."

"არ მიკვირს, რასაც ისკო ალარკონი აკეთებს, ის გენიალური ფეხბურთელია და ტექნიკის დიდი არსენალი აქვს. ესპანელი ახალგაზრდა ჯერ კიდევ "მალაგაში" იყო მოწოდების სიმაღლეზე. ისკოს პოტენციალი რამდენიმე წლის წინ დავინახე, ის ფიზიკურად ძლიერი არ იყო, მაგრამ ახლა სრულ სიმწიფეს მიაღწია."

"მანჩესტერ "სიტიში" ძლიერი ნახევარმცველები მყავს. კოლექტივში არიან სილვა, ნასრი, ტურე და სხვები. არ ვიცი როგორ სატრანსფერო პოლიტიკას განვახორციელებთ, მაგრამ ფრანცისკოს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ინგლისში. ის თანამემამულე სილვასთან დიდებულ დუეტს შექმნიდა."

"ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ისკო მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია, მან კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღმავლობას ყველა ხედავს. მისი ტექნიკა, საფეხბურთო ინტელექტი და ინტენსივობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ შემდეგი - "დრო მოვა, როდესაც ახალგაზრდა ესპანელი ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს".

"ეროვნული ნაკრები? ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბოსკეს შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავდა, ახლა კი ჩანაცვლება დაიწყო. არამგონია ისკომ ინიესტა ჩაანაცვლობ. ვგონებ, ისინი ერთად დიდებულ რგოლს შექმნიან ნახევარდაცვაში dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2015
  • 3522
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)