კლემენტი:"3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი იყო"

კარლო ანჩელოტის თანაშემქე, პოლ კლემენტი "დეპორტივოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს მიცემაზე დათანხმდა...


"წარმოიდგინეთ, მადრიდული დერბი წავაგეთ და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა გავანიავეთ, ამის შედეგად მდევარ "ბარსელონასთან" 4 ქულიანი უპირატესობას მხოლოდ 1 ქულამდე დავიდა, აქედან გამომდინარე გამარჯვება გვმართებდა. წინა კვირაში მძიმე სამუშაოები ჩავატარეთ და შედეგი სახეზეა. "დეპორტივოს" დამარცხება არამხოლოდ რიგით მოგებას ნიშნავს, ეს აისახება როგორც სატურნირო ცხრილზე, ასევე ფეხბურთელთა ფსიქოლოგიაზე, რომლებსაც მომდევნო მატჩებში კიდევ ერთხელ მოუწევთ საკუთარი ძალების დამტკიცება."

"მთელი პერსონალი კმაყოფილია, რადგან კლუბმა მართლაც კარგად ითამაშა. არაერთი მომენტი შევქმენით, რომელთაგან ორის გოლად გარდასახვა მოვახერხეთ. პირველი ადგილი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე ვიქნებით განლაგებული."

"ჩემპიონთა ლიგა სულ მალე განახლდება. "შალკე04"-თან თამაშის გამოცდილება გვაქვს, შარშან გერმანელების ბარიერი იოლად გადავლახეთ, მაგრამ წელს დიდ წინააღმდეგობას ველით, აქედან გამომდინარე გუნდი მობილიზებული იქნება. მადრიდის "რეალს" სურს ზედიზედ მეორედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ისტორიაში შევიდეს, როგორც პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ოქროს მედლების მოპოვება."

"არ შემიძლია არ აღვნიშნო გარეთ ბეილის თამაში. უელსელმა ძალიან ბევრი იშრომა და აურაცხელი რაოდენობის მანძილი დაფარა." dle 10.1

  • Hala
  • 15 თებერვალი 2015
  • 1974
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)