ანჩელოტი:"განვლილ შეხვედრას დადებითად ვაფასებ"

"დეპორტივოსთან" გამართული პაექრობის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პრეს-კონფერენცია გამართა და შეხვედრა მიმოიხილა...


"სირთულეების მიუხედავად კარგი მატჩი ჩავატარეთ. ფეხბურთელებს მოტივაცია ეტყობოდათ, ისინი ძალიან ბევრს მოძრაობდნენ და 3 ქულა დამსახურებულად ჩაიწერეს აქტივში. განსაკუთრებით რთული კვირა გვქონდა, თუმცა შეგირდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი კლასი, გულშემატკივრებმა კი უკეთესი "ბლანკოსი" იხილეს."

"კრიშტიანო რონალდუს პროგრესი აშკარაა. მას არ გაუტანია, მაგრამ კარიმ ბენზემას საგოლე პასი გაუკეთა და არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია. ლა კორუნიელები განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ შვიდიანის მიმართ იჩენდნენ. როდესაც რონი ბურთს ეხებოდა, მინიმუმ 2 ფეხბურთელს მასთან ვხედავდი."

"ისკო ბრწყინვალე მოთამაშეა, მან არნახულად მოუმატა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ესპანელი კარგად გამოდის როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით. ალარკონმა ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდი წინ გაიყვანა."

"ტაქტიკაში სიახლე არ ყოფილა, ისკომ და ბეილმა არაერთხელ შეცვალეს პოზიციები, თუმცა ამაში ახალს ვერაფერს ვხედავთ. თვეების მანძილზე სათამაშო მანერა ჩამოვაყალიბეთ."

"მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, ლა კორუნიელთა დამარცხება აუცილებელი იყო როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გეგმა შესრულებულია. მადრიდის "რეალის" პირველ პოზიციას იკავებს და მშვიდად მოემზადება "შალკესთან" გასვლითი შერკინებისთვის."

"ტონი კროოსმა, ისკომ და ასიერმა ბრწყინვალე ტრიო შექმნეს, რომელიც ბურთს მაქსიმალურად აკონტროლებდა. კმაყოფილი ვარ ნახევარმცველების გარჯით."

"ყველა ელოდა "ბლანკოსის" გაბრწყინებას. ვფიქრობ, გულშემატკივართა მოლოდინი გამართლდა, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს. სეზონის დასკვნით ნაწილში ურთულესი პაექრობები გველის, რომელსაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ."

"არ ვფიქრობ, რომ მარსელოს დაზიანება სერიოზულია. ბრაზილიელმა "შალკეს" წინააღმდეგ აუცილებლად უნდა ითამაშოს, მაგრამ მედიკოსთა პასუხს აუცილებლად დაველოდებით."

"ლუკას სილვას თამაში მომეწონა. მან 20 წუთზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე. ვფიქრობ, ბრაზილიელმა ნაყოფიერი თამაში აჩვენა. მომდევნო პაექრობებში ის აუცილებლად მიიღებს შანსს." dle 10.1

  • Hala
  • 14 თებერვალი 2015
  • 3752
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)