ბუტრაგენიო:"მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ"

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორის, ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, მადრიდის "რეალმა" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა...


"ეს არ იყო რიგით მატჩი. "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, გუნდს ბევრი რამის დამტკიცება სჭირდებოდა. როგორც სჩანს, კარლომ კოლექტივის მოტივირება შეძლო და "ბერნაბეუზე" საკმაოდ კარგად მოთამაშე "ბლანკოსი" ვიხილეთ. გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა და 2 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა."

"წინახაზელებმა კარგად ითამაშეს. კრიშტიანო რონალდუს არაერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო."

"სატურნირო ცხრილში ლიდერის სტატუსს ვინარჩუნებთ. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, სადაც ქომაგების დახმარება დაგვჭირდება. დერბის წაგების შემდეგ ინჩადა გაბრაზებული იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს "ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკის მხარდაჭერა არასდროს მოაკლდება. ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ."

"მარსელო აუცილებლად გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ბრაზილიელ ფეხბურთელს ექიმები დააკვირდებიან. ვიმედოვნებ, ეს იყო მხოლოდ მცირე დარტყმა და მომდევნო შერკინებისთვის განაპირა მცველი 100%-ით მზად იქნება."

"სილვას დებიუტმა გამახარა. ბრაზილიელი არის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავად შეუძლია ბურთის კონტროლი, ბალანსირებული ფეხბურთის თამაში და ბრწყინვალე გადაცემების გაკეთება. სეზონი გრძელია და არაერთი თამაშის ჩატარება გვიწევს. დარწმუნებული ვარ, კარლო უშანსოდ არავის დატოვებს." dle 10.1

  • Hala
  • 14 თებერვალი 2015
  • 1460
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)