ოდეგარი განაცხადში მოსახვედრად ემზადება

16 წლის ნორვეგიელმა ტალანტმა ინტენსიურად დაიწყო ვარჯიში პირველი შემადგენლობის წევრებთან ერთად.


ოდეგარის ტრანსფერის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ სეზონის ბოლომდე, მარტინი „კასტილიაში“ იასპარეზებს, ხოლო ანჩელოტისთან მოემზადება, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა დააჩქაროს მისი ინტეგრაციის პროცესი „რეალის“ მთავარ შემადგენლობაში.

მოგეხსენებათ, სხვადასხვა დაზიანებების გამო, ერთდროულად, იტალიელის რამდენიმე შუახაზელი მოხვდა ლაზარეთში.მოდრიჩისა და ხედირას ტრავმების პარალელურად, სათანადო დონეს ვერ აჩვენებს ილიარამენდი, ხოლო ახალწვეულ ლუკას სილვას კი, გარკვეული დრო ესაჭიროება, რათა აღიდგინოს კონდიციები.შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში, რომელიმე თამაშის განაცხადში ვიხილოთ ოდეგარი.„მარკას“ ვარაუდით, ანჩელოტი ან „დეპორტივოს,“ ან „შალკეს“ წინააღმდეგ დასვამს მას სათადარიგოზე.

მართალია, ნორვეგიელი ჯერ საკმაოდ პატარაა ასაკით, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ის კლუბის საჩემპიონთალიგო განაცხადში შეიყვანეს.აქედან გამომდინარე, ერთ მშვენიერ დღეს, მარტინსაც ვიხილავთ უფროსი მადრიდისტების გვერდით.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)