ბეილი:"დერბიში თამაშის საკმარისი გამოცდილება მაქვს"

გარეთ ბეილი, რომელიც მადრიდის "რეალში" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს, მადრიდულ დერბიში თამაშის უდიდეს გამოცდილებას ფლობს, რადგან "ატლეტიკო" და "რეალი" შარშანდელ და წლევანდელ სეზონებში არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც გარეთი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში გვევლინებოდა...


"თითოეული მატჩის მოგება მადრიდის "რეალისთვის" მნიშვნელოვანია, რადგან გუნდი ლა ლიგას სათავეში უდგას და მიზნად ოქროს მედლის მოპოვება აქვს დასახული. "სევილიასთან" წარმატებამ ძალა შეგვმატა. შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს, მაგრამ საერთო სიტუაცია შესანიშნავია და მოგების გვჯერა."

"თუ გვსურს ჩემპიონობა, ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ."

"ვისენტე "კალდერონზე" მეტოქის დაჩაგვრა იოლი არ იქნება, მაგრამ საჭიროა კოლექტიური სამუშაოს ჩატარება. ვაღიარებ, რომ სიმეონეს გუნდის სტადიონზე თამაში გვიჭირს, მაგრამ "რეალი" არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ეჭვი არ მეპარება, მწვრთნელის დავალებების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება."

"დერბი ყოველთვის საინტერესო მომენტებით დახუნძლულია. ასე ხდება იტალიაშიც და ინგლისშიც. არაერთ ლონდონურ პაექრობაში მიმიღია მონაწილეობა და ვიცი თუ რას ნიშნავს თანაქალაქელების შერკინება."

"კრიშტიანო რონალდუ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დაბრუნება მთელი კოლექტივისთვის დამატებითი მუხტი იქნება. პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნებით ჩვენი ტრიო კვლავ შეუტევს. ვგონებ, "ატლეტიკოსთან" შვიდიანთან ერთად გაცილებით ეფექტურად ვითამაშებთ."

"ბენზემა ბრწყინვალე ფორმაშია, რაზეც გატანილი გოლებიც მეტყველებს. ფრანგმა ფეხბურთელმა 2015 წელი თვალწარმტაცად დაიწყო და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ვგიქრობ, "როხიბლანკოს" წინააღმდეგ ცხრიანი ეფექტური იქნება."

"მატჩის დაწყების წინ არავითარ რიტუალს არ ვატარებ. ვფიქრობ, სჯობს კარგად მოემზადო და კონცენტრაცია მოახდინო."

"უელსის ნაკრების წინსვლა აშკარა და თვალნათლივია. გვსურს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გასვლა. შანსები ნამდვილად არსებობს. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს." dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2015
  • 3744
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)