კოკე: "თეთრების დამარცხებას ვეცდებით"

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა, კოკემ კომენტარი გააკეთა.


"არ ვიცი რატომ გვაკრიტიკებენ. ალბათ იმიტომ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. ჩვენი სათამაშო სტილის შეცვლას ვერავინ მოახერხებს. გასულ სეზონში მოვიგეთ პრიმერა დივიზიონი, გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ვფიქრობ ეს ძალიან დიდი მიღწევაა."

"დერბი დაძაბული იქნება. არ ვიცი "რეალი" როგორი შემადგენლობით გამოვა, თუმცა ვიცი როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ ჩვენ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამეფო კლუბი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მათი შემადგენლობა გამოირჩევა მრავალფეროვანი სათამაშო სტილით. "თეთრები" მინდორზე ძალიან ბევრს მოძრაობენ. ყველა ძლიერი მხარის მიუხედავად უნდა ვეცადოთ მათ დამარცხებას."

"კარიმ ბენზემას, გარეთ ბეილის და კრიშტიანო რონალდოს შეჩესაჩერებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ამ საქმით 11-ვე მოთამაშე დაკავდება. რა თქმა უნდა, რამოსის და ხამესის არყოფნა "ბლანკოსს" დაეტყობა. ორივე მოთამაშე თავის პოზიციაზე საუკეთესოა."

"ფერნანდო ტორესის ტრანსფერმა საგრძნობლად გაგვაძლიერა. მან იცის თუ რა სჭირდება მადრიდის "ატლეტიკოს". ეს მის სისხლში და სულიერებაში არის ჩაბეჭდილი. დარწმუნებული ვარ "რეალის" წინააღმდეგ იგი კვლავ გამოიჩენს თავს."

"გასული სეზონი მართლაც რომ დაუვიწყარი იყო ჩვენთვის. ძალიან ახლოს ვიყავით ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვასთან, თუმცა უიღბლობის გამო სწორედ მადრიდის "რეალთან" დავმარცხდით. მიმდინარე სეზონში კი ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ ტიტულის დაუფლებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 6 თებერვალი 2015
  • 2607
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)