კრისტოფ მეცელდერი: “ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული”

კრისტოფ მეცელდერი: “ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული”


“რეალის” გერმანელმა მცველმა, კრისტოფ მეცელდერმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.


- თავს როგორ გრძნობ?
- შესანიშნავად. ტრავმა სრულად მოვირჩინე და მზად ვარ, მომდევნო შეხვედრებში გუნდს დავეხმარო.

- ბოლო დროს “რეალის” სახელს ბევრ ცენტრალურ მცველს უკავშირებენ.
- ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკურია, რომ “რეალის” ხელმძღვანელებმა ტრავმირებული პეპეს შემცვლელის ძებნა დაიწყეს. თუმცა მე ეს ნაკლებად მადარდებს. ამ ეტაპზე, ჩემი უთავრესი ამოცანა ფორმის აღდგენაა, რისთვისაც ბევრი ვარჯიში მმართებს.

- “ბარსელონას” ფეხბურთელებს უფრო ხანგრძლივი საშობაო არდადეგები ჰქონდათ.
- ეგ, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ კატალონიელებმა ჩვენზე მეტი რაოდენობის შეხვედრა ჩაატარეს. ჩვენ რაც შეგვეხება, ვარჯიშს უკვე შევუდექით და “ოსასუნასთან” მატჩისთვის მზადება დავიწყეთ.

- გუტი რა ვითარებაშია?
- ხოსე მარია ყოველთვის მხიარულია და ფეხბურთელებს მუდამ ამხნევებს. როგორც ვიცი, ტრავმა აქვს, თუმცა სულ მალე მომჯობინდება.

- მომდევნო 5 თვე შენი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “რეალთან” კონტრაქტი გისრულდება, თანაც, ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატია.
- გეთანხმებით. გერმანიის ნაკრების თავკაცთან კარგა ხანია არ მისაუბრია, ამიტომ ვერ გეტყვით ჩემზე რას ფიქრობს. რაც შეეხება კონტრაქტს, ზაფხულში ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი მოგვიწევს.

- ხომ არ გგონია, რომ ფეხბურთელთა გარკვეულმა ნაწილმა პელეგრინის ნდობა “ალკორკონთან” წაგებული მატჩის შემდეგ დაკარგა?
- ჩემი აზრით, ამ თემაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა. კლუბის წინაშე გარკვეული ვალდებულებები მაკისრია, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულო.

- ბოლო ხანს სათამაშო დროის დეფიციტს განიცდი.
- ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ერთი რამ ფაქტია, სეზონის ბოლომდე “რეალის” სამსახურში ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.

კრისტოფ მეცელდერი: “ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული”


- კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტას ხომ არ აპირებ?
- არა მგონია, კლუბმა, ამ ეტაპზე, ჩემს სამსახურზე უარი თქვას.

- გამოდის, რომ იანვარში კლუბის დატოვებას არ აპირებ?
- გუნდის შესაცვლელად კარგი დრო ნამდვილად არ არის. თანაც, გერმანული კლუბები ახლა არ გადამიბირებენ, რადგან ჩემს კონტრაქტს ყავლი ზაფხულში გასდის. მოკლედ, კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებ.

- კაკას გამოჯანმრთელების საქმე როგორაა?
- თუ რიკი ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელის მითითებებს კარგად შეასრულებს, მალე მომჯობინდება.

- “რეალი” ხელმძღვანელები ყველაფერს დიდი გულისყურით აკვირდებიან და არც შემწყნარებლობით გამოირჩევიან. ეს “ალკორკონთან” მატჩის შემდეგაც გამოჩნდა.
- “ბლანკოსი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მისი ღირსების დაცვა საკმაოდ რთულია. მოთამაშეებს გასამხნევებლად მხარდაჭერა სჭირდებათ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 29 დეკემბერი 2009
  • 1881
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)