ანჩელოტი: „ბეილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მოგებული თამაში შეაჯამა.


„განვლილ პაექრობაში მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა მიიღეს ტრავმა.დიდი ალბათობით, სერხიო და ხამესი გამოტოვებენ მადრიდულ დერბის.რამოსმა კუნთი აიტკივა და რამდენიმე დღე დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად, ხოლო რაც შეეხება კოლუმბიელს, ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია მასთან დაკავშირებით.ამასთანავე, აუცილებლად გავსაჩივრებთ მარსელოს ყვითელს.ის არ არღვევდა თამაშის წესს.“

„პეპე და რამოსი მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორის მოიაზრებიან, თუმცა დიდ ნდობას ვუცხადებ ვარანსა და ნაჩოს.ისინი ენთუზიაზმით აღსავსე ფეხბურთელები არიან.“

„თამაში მეტად რთული გამოდგა.საბედნიეროდ, სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.“

„კოენტრაუ მადრიდული დერბის განაცხადში მოხვდება.მან რონალდუსთან ერთად ივარჯიშა თამაშამდე.“

„მომეწონა ჩემი შეგირდების თამაში.მათ ბევრი მომენტი შექმნეს.მეორე ტაიმის მიწურულს მეტოქემ გააძლიერა შეტევა და ეს ბუნებრივი მომენტია.ისინი ცდილობდნენ მეორე სართულზე არსებული უპირატესობის გამოყენებას.“

„ხესესმ შარშანდელივით გააგორა ბურთი.ახალგაზრდა შემტევმა სრულყოფილი პაექრობა ჩაატარა.“

„ისევ ბეილი და პასი? ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.ჩემგან არ საჭიროებს დირექტივებს.ის ყოველთვის სახიფათოა, როდესაც ბურთს იღებს.“

„კრიშტიანუ ბრუნდება და ეს კარგია ჩვენთვის, თუმცა მის არყოფნაში 2 მატჩი მოვიგეთ.“

„ილიარა დასვენებული ხვდება მადრიდულ დერბის, ხოლო ხედირამ კარგ იასპარეზა.“

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თანაქალაქელებთან წარუმატებელ სვლას დაღი დავასვათ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)