ისკო თუ პოგბა?

"ბარსელონა" "არჩევნის" წინაშე დგას - იწერება კატალონიური გამომცემლობა დღევანდელ ნომერში


ფრანგ ფეხბურთელზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული და მომავალ სატრანსფერო ბაზრის მთავარი სამიზნე სწორედ ის იქნება. პოგბაზე ნადირობას აცხადებს "ბარსელონაც", რომელსაც ტრანსფერები 2016 წლის იანვრის თვემდე აკრძალული აქვს, მაგრამ კატალონიელები მაინც ეცდებიან, რომ უკვე ზაფხულში პოგბას საკითხი გადაწყვიტონ და 2016 წლის იანვარში კი ის კლუბში მოიყვანონ.

მთავარი პრობლემა აქ "მადრიდის რეალია" , რომელსაც ზინედინ ზიდანის სახით დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ფრანგი ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" თვალი აქვს დადგული კიდევ ერთი კანდიდატისთვის და ეს ტრანსფერი თუ შედგა, ნამდვილად ყველაზე სკანდალური იქნება. საქმე ეხება "მადრიდის რეალის" ფეხბურთელ ისკო ალარკონს.

დღესდღეობით ისკო ხელშეუღებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის როლს სულ რაღაც სამი თვის წინანდელ "მადრიდის რეალში", გამორიცხული არაფერი არ არის. მისმა თამაშის სტილმა აქცია ის ძირითადის ფეხბურთელად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ 12 შეხვედრა აქვს სასტარტოდან დაწყებული.

წინა სეზონში მას მეტოქედ ხამეს როდრიგესი მოუყვანეს, რომელშიც კლუბმა 80 მლნ. გადაიხადა და რომელმაც შეარყია მისი პოზიციები.

ასევე კლუბში მოვიდა ტონი კროოსი. ხოლო ერთადერთი მიზეზი, რატომაც არის ისკო ბოლო დროს უფრო ხშირად სასტარტოში, არის ლუკა მოდრიჩის ტრავმა, რომლის მოედანზე დაბრუნებაც უფრო და უფრო ახლოვდება.

ამ ყველაფერს დაემატა ბრაზილიელი ლუკას სილვას მოყვანა, ხოლო გუშინ კი კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუ მუმდა სასტარტოში ითამაშებდა. ეხლა კი წარმოიდგინეთ, თუ ფლორენტინო პერესმა პოგბასა და როისის მოყვანის სურვილი აისრულა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ "ბარსას" პოგბას ვარიანტი გამოერიცხა, მაშინ კლუბი ისკოზე გადაერთვება. ისკო განსხვავებულია პოგბასგან, მაგრამ ის იდეალურად ჯდება "ბარსას" სტილში.

პერესმა დაადასტურა, რომ არ ეშინია მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვის, ამის მაგალითი იყო წინა სეზონის მთავარი შემოქმედის დი მარიას გაშვება. ისკოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი გამოსასყიდი ფასი კი 150 მლნ. ევროს შეადგენს.

წყარო: MundoDeportivo.com dle 10.1

  • J.Z.
  • 4 თებერვალი 2015
  • 12653
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)