კარვახალი:"უმძიმესი კვირისთვის სათანადოდ მოვემზადებით"

დანიელ კარვახალის განცხადებით, "სოსიედადთან" გამარჯვება გუნდისთვის ერთგვარი სტიმული უნდა იყოს, რადგან წინ "სევილიას" და "ატლეტიკოს" ბარიერებია...


"მატჩი დიდი კონცენტრაციით დავიწყეთ, მაგრამ პირველივე წუთზე გოლი გავუშვით, ბასკებმა ბოძებული მომენტი ბრწყინვალედ გამოიყენეს."

"წინა ტურში "კორდობას" უსუსურად ვეთამაშეთ, მაგრამ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ პაექრობაზე. ბერნაბეუზე "რეალი" მატჩის მიმდინარეობას კარნახობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა."

"უმძიმესი კვირა გველის. ოთხშაბათს "სევილია", შემდეგ კი "ატლეტიკო" გვეყოლება დასამარცხებელი, აქედან გამომდინარე დღევანდელი მატჩი უკვე დავიწყებას მიეცა, მომდევნო შერკინებებისთვის სათანადოდ მოვემზადებით."

"გარეთ ბეილი ძალიან ამბიციურია, წინა მატჩში უელსელმა 3 ქულა მოგვიტანა, დღეს კი ბევრს მოძრაობდა და კოლექტივის წარმატებას ცდილობდა. შესაძლოა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნამდვილად მაღალი იყო."

"კრიშტიანო გვაკლია, მაგრამ წარმატებას მივაღწიეთ. ანდალუსიელებთანაც რონის გარეშე მოგვიწევს ასპარეზობა, დერბის კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად შევხვდებით." dle 10.1

  • Hala
  • 31 იანვარი 2015
  • 2487
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)