ხუან კარლოსი:"კასილიასი სამაგალითო კიპერია"

მადრიდის "რეალის" დღევანდელი მოწინააღმდეგის, "კორდობას" კარის დარაჯმა, ხუან კარლოსმა მადრიდელთა ფეხბურთელებზე ისაუბრა...


მატჩი "რეალთან"

"უმძიმეს მატჩს ველით. ჩვენ საშინაო არენაზე გვიწევს ძალების დამტკიცება, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდი ყველგან დიდი მოტივაციით გამოირჩევა, კოლექტივი პირველი ადგილის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გაიღებს. თუ "კორდობა" ქულების აღებას შეძლებს, ეს იქნება ადგილობრივი კლუბის დიდი წარმატება.

BBC-ს შესახებ

"კარიმ ბენზემას, კრიშტიანო რონალდუსა და გარეთ ბეილის ტრიო მსოფლიო ნაკრებისთვისაც სახიფათო იქნება."

კრიშტიანოს ამბიციურობა

"რონალდო ძალიან ამბიციური და მიზანდასახული ფეხბურთელია, ის ახალგაზრდებს კარგ მაგალითს აძლევს. "კორდობა" ერთადერთი გუნდია, რომლის კარშიც პორტუგალიელს გასვლით პაექრობაში გოლი არ გაუტანია. იმედი მაქვს, ტრადიცია შენარჩუნება და ამჟამადაც ვერ გაგვიტანს. ის მებრძოლი სულის მატარებელი გახლავთ, დაცვის ხაზს სერიოზული ყურადღება მართებს, სხვაგვარად ფიასკო გარდაუვალი იქნება."

ბეილი და ბენზემა

"უელსელ ფეხბურთელზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უდიდესი სისწრაფეს ფლობს და მინიმუმ 2 ფეხბურთელის პერსონალური ყურადღება სჭირდება, გარეთი ასევე შესანიშნავად ასრულებს სტანდარტულებს. რაც შეეხება ბენზემას, კარლო ანჩელოტის ფორმაციის "რეალში" ფრანგმა ფეხბურთელმა დამატებით ფუნქციებიც მიიღო, ის ხშირად ასისტის როლშიც გვევლინება."

იკერ კასილიასი

"მადრიდის "რეალს" ლეგენდარული მეკარი ჰყავს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი მაღალი დონით და ხარისხიანი თამაშით. ლივერპული ჯერარდით ამაყობს, რომაელთათვის ფრანჩესკო ტოტი ნამდვილი ლეგენდაა, "ბლანკოსის" სიმბოლო კი იკერ კასილიასი გახლავთ." dle 10.1

  • Hala
  • 24 იანვარი 2015
  • 1849
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)