რონალდუ: „მესი მოტივაციას მმატებს“

„ოქროს ბურთის“ მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმ, France Football-თან ჩაწერა ინტერვიუ.


„სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავის მოვლაზე დიდ დროს ვხარჯავ და სწორედ ამის წყალობით ვახერხებ სეზონში 60-ზე მეტ თამაშში მონაწილეობის მიღებას.მკაცრად ვაკონტროლებს ძილის რეჟიმსა და კვების რაციონს.სრულყოფილებისაკენ მივისწრაფვი.სხვა შემთხვევაში, უბრალოდ წარმოუდგენელია შეუჩერებელი სვლა.“

„ამ მომენტისათვის, მარცხენა ფეხის, აჩქარებისა და საჯარიმოდ დარტყმების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მოვიკოჭლებ აღნიშნულ კომპონენტებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავდაუზოგავი ვარჯიში ნაყოფს გამოიღებს.“

„გულწრფელად გეტყვით, მანუელ ნოიერიცა და ლეო მესიც იმსახურებდნენ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.გერმანელმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, ხოლო მესი, რომელსაც წლის დასაწყისში პრობლემები ჰქონდა, დიდებულად გაისარჯა მსოფლიო ჩემპიონატზე.დაჯილდოვების ცერემონიაზე 3 პოტენციური გამარჯვებული ვიდექით.რა თქმა უნდა, სამართლიანად მოვიგე „ოქროს ბურთი,“ რამეთუ ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობდი თვეების განმავლობაში.“

„შესაძლებელია, ჩემთვის, მესი, მოტივაციიის ერთ-ერთი წყაროა.ვგონებ, ანალოგიურად ფიქრობს არგენტინელიც.ეს კონკურენცია სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ფეხბურთელებისთვისაც.ლიონელს 4 „ოქრო“ აქვს, ხოლო მე სამე, რაც პოზიტიური მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთისთვის.“

„„ოქროს ბურთის“ აღნიშვნა? ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერია.ანალოგიურად ვიქცევით თანაგუნდელებისა ვარჯიშებისა, თუ თამაშების დროს, უკვე 3 წელია.რა თქმა უნდა, ბევრმა ვერ გაიგო ამ „ყვირილის“ არსი, თუმცა მაინც კარგი გამოვიდა.“

„ინდივიდუალურ ჯილდოაზე არ ვფიქრობ, დროა, ისევ საქმეს დავუბრუნდე.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)