მარსელო: "პელეგრინისგან ბევრ რამეს ვისწავლი"

დამღლელი ვარჯიშებისა და შეკრებების მიუხედავად, ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ გამონახა დრო სპორტული გამომცემლობის"As"-ს კითხვებისთვის ეპასუხა.


- გყავდათ თუ არა თქვენთვის გამორჩეული მწვრთნელი მადრიდის "რეალში"?

მე ყველა მწვრთნელისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მე მიხსნიდნენ და მასწავლიდნენ კაპელო, შუსტერი და ხუანდე რამოსი. ახლა კი ვეცდები ბევრი ვიმუშაო და ჩემი ახალი მწვრთნელის, პელეგრინის დავალებები შევასრულო.

- როგორ ფიქრობთ რა პოზიციაზე ითამაშებთ, მარცხენა მცველის თუ მარცხენა ნახევარმცველის?

წინა სეზონში მე მცველის პოზიციაზე ძალიან ცოტა ხანს ვითამაშე, რადგან ჩემთან ხუანდე რამოსი მოვიდა და მითხრა, მინდოდა თუ არა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. მე კი ვუპასუხე და ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის პრობელმას არ წარმოადგენდა. ახლა კი კარგი იქნება თუ მცველის პოზიციაზე ვითამაშებ.

- თქვენ თავს კონფორტულად გრძნობთ მცველის პოზიციაზე?

მე მხოლოდ მინდა ჩემი საქმე გავაკეთო. მე ვარ მარცხენა მცველი და მინდა ბრზაილიის ეროვნულ ნაკრებშიც ამ პოზიციაზე ვითამაშო.

- როგორ ფიქრობთ წელს ძირითად შემადგენლობაში მოხვდებით?

ყველა ფეხბურთელს სურს ძირითადში თამაში, თუმცა ეს ყოველთვის მწვრთნელზეა დამოკიდებული.

- თქვენ ხშირად თამაშის სტილით რობერტო კარლოსს გამსგავსებენ. რას იტყვით ამაზე?

მე არ მიყვარს როდესაც რობერტო კარლოსს მამსგავსებენ. იგი შესანიშნავი მცველი იყო და მე მხოლოდ მინდა მას დავემსგავსო.

- შეეცდებით ვარჯიშზე კრისტიანო რონალდოს შეჩერებას?

რონალდო გასაოცარი ფეხბურთელეია. ამას ჩემზე ბევრად გამოცდილი მცველიც, სალგადოც ამბობს. მას თავისი სწრაფი და ძლიერი ფეხებით სასწაულის მოხდენა შეუძლია.

- არსებობს თუ არა კრისტიანოს ნაირი ფეხბურთელი?

ასეთი მოთამაშეები ძალიან ცოტანი არაიან. კაკასთან და რონალდოსთან თამაში მხოლოდ სიხარულს და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ნებისმიერ ფეხბურთელს.

- ვისი შეჩერება უფრო ძნელია იბრაჰიმოვიჩის, თუ კრისტიანო რონალდოსი?

რონალდო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მას რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუება უპრობლემოდ შეუძლია. არც იბრაჰიმოვიჩია ცუდი ფეხბურთელი, თუმცა ამ ორი მოთამაშის შედარება შეუძლებელია

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: El Gio dle 10.1

  • Junior
  • 19 ივლისი 2009
  • 2127
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)