ფრანცისკო ალარკონი - "რეალის" ნათელი წერტილი

2015 წელი მადრიდის "რეალისთვის" არც ისე სახარბიელოდ დაიწყო. გუნდი უკვე გამოეთიშა ესპანეთის სამეფო თასს, ასევე განიცადა არაერთი მარცხი და გადაღლილობა დაეტყო...


ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სამეფო კლუბის ნათელ წერტილს წარმოადგენს ფრანცისკო ალარკონია, რომელიც ყველა თამაშში გვაოცებს საკუთარი ტექნიკით, საფეხბურთო ინტელექტითა და შრომისუნარიანობით. ისკო ძალიან ლამაზ სტილში ცდილობს ფონს გასვლას და სამეფო კლუბისთვის წარმატების მოტანას. ლუკა მოდრიჩის არყოფნაში კარლო ანჩელოტიმ ნდობა სწორედ ესპანელს გამოუცხადა. იყო ბევრი საუბრები იმის შესახებ, რომ ხორვატის ადგილს სამი ხედირა დაიკავებდა, თუმცა გერმანელი რატომღაც არ ჯდება ანჩელოტის გეგმებში, ასიერ ილიარამენდიმ კი გაცემული ავანსი მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა.

"ატლეტიკოსთან" ბერნაბეუზე გამართული მატჩის ბოლო წუთზე გულშემატკივრები ფრანცისკოს სახელს სკანდირებდნენ და ნახევარმცვემს ამხნევებდნენ, სწორედ ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ეფექტურად თამაშობდა.

"ას"-ის გამოკითხულთა უმეტესობაც "ბლანკოსის" ლიდერად ალარკონს ასახელებს.

ესპანელ ახალგაზრდა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 პაექრობა დაუგროვდა, სადაც მის ანგარიშზე 977 წუთზე, 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. dle 10.1

  • Hala
  • 17 იანვარი 2015
  • 2837
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (259)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)