რა ბედი ელის ბეილს?

ბოლო დროს გახშირდა საუბრები ბეილის წასვლასთან დაკავშირებით, რაც მის უღიმღამო თამაშს უკავშირდება პირველ რიგში....


გარეთ ბეილმა სეზონი საკმაოდ უღიმღამოდ დაიწყო და მხოლოდ რამდენიმე თამაშში დაგვამახსოვრა თავი კარგი თამაშით. შესაბამისად, უმალვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უელსელი გუნდს დატოვებდა. ამას ისიც დაერთო, რომ გახშირდა საუბრები მარკო როისის "გათეთრებასთან" დაკავშირებით. "ლა ლიგის" უკანასკნელ ტურში გარეთმა შესანიშნავად იასპარეზა, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმაც გოლით დააგვირგვინა და "ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივრის ნდობაც დაიბრუნა. თუკი, ბეილი მსგავს შეხვედრებს არ ჩაატარებს, შესაბამისად მას როისის სახით ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდება.(რა თქმა უნდა, თუკი როისი მადრიდში გადაბარგდება.)

როისის მიმართ სიმპათიებს არც ფლორენტინო პერესი მალავს. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ 2015 წლის მთავარი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია. თუკი უკანასკნელი თვეების პრესას თვალს გადავავლებთ, არც როისი არის წინააღმდეგი მადრიდში გადაბარგების. წინასწარ არავინ არ იცის რა მოხდება, მაგრამ, ალბათ როისი ცალი ფეხით მადრიდშია. ამან შეიძლება ბეილს სერიოზული კონკურენტი გაუჩინოს, ან.... ან გარეთმა სამეფო კლუბი დატოვოს და გერმანელის ტრანსფერს შეეწიროს, როგორც თავის დროზე თავად შეიწირა მესუთ ოზილი და გასულ წელს დი მარია წავიდა გუნდიდან ხამეს როდრიგესის მოსვლის შემდეგ. ამიტომ, ბეილს კიდევ უფრო მომატება მართებს და იმ ძველი დიდების დაბრუნება, რაც მას "ტოტენჰემში" თამაშის დროს ჰქონდა.

ამავისკა(მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი) : "ბეილი არ არის კარგ ფორმაში ამ მომენტში, ისევე როგორც მთლიანად გუნდი. შესაბამისად წელიც ცუდად დაიწყო, ასე იყო სეზონის დასაწყისიც."

"ესპანიოლთან" მატჩში ერთი ეპიზოდი მსოფლიო პრესის განხილვის თემად იქცა - ბეილმა ცარიელ კართან დარჩენილ რონალდუს გადაცემა არ გაუკეთა და თავად სცადა გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ამას პორტუგალიელისგან საკმაოდ ცუდი რეაქცია მოჰყვა, ისევე როგორც მადრიდელი გულშემატკივრისგან. ანალოგიური ეპიზოდი "ვალენსიასთან" ავადსახსენებელ მატჩშიც დაფიქსირდა, ოღონდ ამჯერად გარეთმა ბენზემას არ გაატანინა. ცხადია, უელსელმა გადაცემა იმიტომ არ გააკეთა, რომ თავადაც სახარბიელო პოზიციაზე იყო და თავის გამოჩენა სურდა. რატომღაც, ბეილი ბევრმა გააკრიტიკა. მე პირადად(ავტ.) არ ვეთანხმები კრიტიკოსებს, აბა გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ანალოგიურ ეპიზოდებში, რონალდოს, ბენზემას, ან სხვას გადაცემა არ გაუკეთებია? (არ იფიქროთ, რომ ამით ან პორტუგალიელს ან ფრანგს ვაკნინებ.)

რა ბედი ელის ბეილს?


პრესაში ატეხილ აჟიოტაჟს რონალდუმ ცივი წყალი გადაასხა და ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ბეილი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მნიშვნელოვანი მოთამაშე კლუბისთის. ის გუნდს ჭირდება."

ფლორენტინო პერესი(ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე) : "ბეილმა განაცხადა, რომ მოხარულია "რეალში" ყოფნით, ჩვენ კი მოხარული ვართ, რომ ის აქ არის."

ამავისკა: "არამგონია ფლორენტინომ ბეილი გაყიდოს. მან ხომ ის რეკორდულ თანხად შეიძინა. როისი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ბეილს ვერ ჩაანაცვლებს. ვიცი, რომ ფლორენტინო უელსელზე დიდ იმედებს ამყარებს და არამგონია ეს მომავალ წელსაც შეიცვალოს."

ამავისკა: "მე იმ აზრზე ვარ, რომ ბეილი მარჯვენა ფლანგზე არ უნდა თამაშობდეს. ეს მისთვის მოუხერხებელი პოზიციაა. ყველამ კარგად შევხედეთ "ატლეტიკოსთან" მატჩში გარეთმა მეორე ტაიმში ფლანგი შეიცვალა და გაცილებით დასამახსოვრებელი იყო ვიდრე შეხვედრის პირველ ნახევარში. ამან შედეგიც გამოიღო, სწორედ მან გაატანინა რონალდუს გოლი. ეს სწორედ ის პოზიციაა, სადაც ბეილი უნდა თამაშობდეს."

მიუხედავად იმისა, რომ ბეილმა ჩატარებული შეხვედრებიდან უმეტესობაში თავი ვერაფრით დაგვამხსოვრა, ის მაინც ფასდაუდებელი მოთამაშეა გუნდისთვის. სხვა თუ არაფერი, მატჩის მიმდინარეობისას მინიმუმ 2 ფეხბურთელი მეურვეობს მას და ამით სივრცეები სხვა მოთამაშეებს ეხსნებათ. არ ვიცი რამდენად აკვირდებით, მაგრამ, როცა ბეილი უღიმღამოდ ასპარეზობს, იმ შეხვედრაში კარვახალი მოწოდების სიმაღლეზეა. ეს უამრავ მატჩში გამოჩნდა. ვნახოთ რა მოხდება, ვიმდეოვნებ, რომ გარეთი უფრო და უფრო მოუმატებს, ყველა კრიტიკოსს გააჩუმებს და მასზე გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს. (ავტ.)



მომზადებულია ბენ ჰაივარდის სტატიის საფუძველზე.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (192)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)