რამოსი:"2-2 სამართლიანი შედეგი ნამდვილად არ იყო"

სერხიო რამოსმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გოლის გატანა მოახერხა და მადრიდელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა...


"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ ასეთი გუნდით. მწვრთნელის დავალებების ზედმიწევნით შევასრულეთ, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდი თავს კარგად იცავს. ორი აბსოლუტურად უაზრო გოლი გავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ."

"პირველ ნახევარში ბერნაბეუზე მხოლოდ მადრიდის "რეალი" თამაშობდა, მეორე ტაიმში კი "ატლეტიკომაც" შექმნა მომენტები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ 2-2 სამართლიანი შედეგი იყო. ჩვენ არაერთი გოლის გატანა შეგვეძლო "როხიბლანკოელთა" კარში, მაგრამ როგორც ჩანს იღბალმა გვიმტყუვნა."

"გულშემატკივრებს მომდევნო ეტაპზე გასვლა სურდათ, მაგრამ მათი გახარება ვერ მოვახერხეთ. გუნდმა ყველაფერი გააკეთა წარმატებისთვის, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. ახლა ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში გაორმაგებული კონცენტრაციით გამოსვლა გვმართებს."

"ზოგი ფიქრობს, რომ გუნდი კრიზისშია, მაგრამ ეს ხომ სრული აბსურდი გახლავთ. "ბლანკოსისგან" ყველა მაქსიმუმს ელის, რადგან შარშან შესანიშნავი შედეგები გვქონდა."

"მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და დარჩენილ ტურნირებზე ფიქრი." dle 10.1

  • Hala
  • 16 იანვარი 2015
  • 2907
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (180)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)