ანჩელოტი: „შეცდომები უნდა გავაანალიზოთ“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა პირველი კომენტარი გააკეთა „კოპა დელ რეიდან“ გამოვარდნის შემდეგ.


„განვლილ სეზონში უკეთესად ვთამაშობდით „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ და მიმდინარეში, ჯერ კიდევ ფორმის ძიებაში ვართ.მათთან კიდევ ერთი პაექრობა დაგვრჩა გასამართი და ახლა უკვე „ვისენტე კალდერონზე“ ვეცდებით წარმატების მიღწევას, თუმცა ჯერ ნაადრევია ამ მატჩზე საუბარი.“

„სავალდებულოა დაშვებული შეცდომების შესწავლა და გაანალიზება.კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმის ფეხბურთით.ჩემმა შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს.ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ვფიქრობ, ეს დრო საკმარისია სათანადოთ მომზადებისთვის.“

„არადამახასიათებელი შეცდომები დავუშვით, რაც ძვირად დაგვიჯდა.ვგონებ, მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება.“

„როდესაც პირველი გოლი გავუშვით, ჯერ კიდევ მქონდა იმედი სიტუაციის შემოტრიალებისა, თუმცა გათანაბრების შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა.“

„გულშემატკივრებმა დიდებული ატმოსფერო შექმნეს, რაც ფეხბურთელებსაც ეტყობოდათ 60 წუთის განმავლობაში, მაგრამ ორმა შეცდომამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.“

„როგორც ყოველთვის, ისკომ მაღალ დონეზე იასპარეზა.მან კიდევ ერთი დიდებული შეხვედრა ჩაატარა.“

„პეპემ ნეკნში მიიღო დარტყმა.სამედიცინო შემოწმების შემდეგ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულად ტრავმასთან გვაქვს საქმე.“

„ჩვენ გვაწუხებს შეცდომება და არა ის, რომ გუნდმა 2 გოლზე მეტი ვერ გაიტანა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)