რონალდუ: „არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით“

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა ინტერვიუ.


„როდესაც სამშობლოს საზღვრებს გავცდი, უკვე სხვა თვალით დავინახე ყველაფერი.მე 3 ქვეყნის კულტურის მატარებელი ვარ (ინგლისი, ესპანეთი და პორტუგალია).„ნისლიან ალბიონზე“ პუნქტუალური, სამართლიანი და პროფესიონალი ხალხი ცხოვრებს, რასაც ძალიან ვაფასებ.ესპანელები პოზიტიურობით გამოირჩევიან და დიდ პატივს სცემენ იმას, რაც გააჩნიათ.ვფიქრობ, პორტუგალიელებმა ბევრი უნდა ვისწავლოთ მათგან.“

„მინდა, რომ საუკეთესო ვიყო ჩემ პროფესიაში.ასეთი შემართებით თუ არ მივუდექით საქმეს, არაფერი გამოვა.ყოველი დღე ახალი გამოწვევაა.რაც არ უნდა ნიჭით იყო დაჯილდოვებული, უდისციპლინობის შემთხვევაში წარმატების ნაკლები შანსი გექნება.საკუთარი თავი უნდა მიუძღვნა სამსახურს.“

„თავდაპირველად, გართობის მიზნით ვთამაშობდი ფეხბურთს, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემ საქმიანობად ჩამოყალიბდა.ახლაც არანაკლებ სიამოვნებას ვიღებ მოედანზე ყოფნით, მაგრამ მის უკან ვალდებულებები და მიზნები დგას.რაც უფრო შორის მიდიხარ, უფრო დიდ გამოწვევას იღებ და გამოცდა უნდა ჩააბარო საკუთარ თავთან და არა სხვასთან.არასდროს თქვა, რომ ყველაფერი მოიგე, პირიქით, მიღწეულით დაკმაყოფილება არ შეიძლება.ამბიციურობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

„რა თქმა უნდა, მთლიან დროს ვარჯიშს არ ვუთმობ, თუმცა ყოველთვის ვზრუნავ კონდიციების გაუმჯობესებაზე, რისი წყალობითაც, 35-36 წყალმდე შემიძლია დიდ ფეხბურთში დარჩენა.ცხადია, ეს ყველაფერი ადვილი არ არის, რამეთუ ირგვლივ ბევრი ცდუნებაა, განსაკუთრებით იმ კულტურაში, სადაც მიწევს ცხოვრება.მიუხედავად ყველაფრისა, ესპანელები ყოველთვის ბედნიერები და გაღიმებულები არიან.ისინი ყოველდღიურობით ცხოვრობენ.მენტალურად ძალიან განსხვავდებიან პორტუგალიელებისაგან.“

„წარმატების გასაღები თავდაუზოგავ შრომაშია.თავგანწირვა და ბოლომდე დახარჯვა მეტად მნიშვნელოვანი პრინციპებია ჩემთვის.მხოლოდ ტალანტი საქმეს არ შველის.“

„ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს შესაძლებლობა ან საშუალება კონკრეტული საქმის კეთების, თუმცა შეუძლებელი არაფერია.“

„ჩემი რჩევა იქნება, რომ იყავით ოპტიმისტები, პროფესიონალები და მშრომელები.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (110)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)