კაპელო:"სამეფო კლუბს გაუჭირდება, მაგრამ პირველი გოლი ბევრ რამეს გადაწყვეტს"

ფაბიო კაპელოს განცხადებით, კარლო ანჩელოტის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, სადაც მის გუნდს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია...


"დიეგო სიმეონეს მეტად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, ფეხბურთელებმა ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ, მათ პირველი მატჩი 2-0 იმარჯვეს და ბერნაბეუზე დამაჯერებლად გავლენ."

"ვფიქრობ, "მერენგებს" მძიმე მატჩი ელით, მაგრამ ყველაფრის სწორად გათვლის შემთხვევაში შანსები არსებობს. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირველ გოლს. თუკი "ბლანკოსი" პირველ ტაიმში დაწინაურდება, უდიდეს ფსიქოლოგიურ მუხტს მიიღებს და თანაქალაქელებს მეორე ტაიმში პრობლემებს შეუქმნის."

"3 გოლი ნამდვილად ბევრია, მაგრამ სამეფო კლუბს ამის გაკეთება შეუძლია."

"ჩემი სუბიექტური აზრით ოქროს ბურთი იმ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე კარგად წარმოაჩენს თავს, ამ შემთხვევაში უპირატესობას ნოიერს მივანიჭებდი, რადგან ის იყო შესანიშნავი და წარმატების მთავარი შემოქმედი ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე, ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ მიუნხენის "ბაიერნი", სადაც მანუს შესანიშნავი სეზონები ჰქონდა."

"კრიშტიანო რონალდუ და მესი ბოლო წლებში მონოპოლიურად ხვდებიან სამეულში, მაგრამ რას ვიზამთ, გემოვნების საკითხია."

"პოგბა? ის ბრწყინვალე ფეხბურთს გვაჩვენებს და მომავალი წინ აქვს. თუ ფლორენტინო პერესის ფრანგის შეძენას გადაწყვეტს, "ბლანკოსის" შუა რგოლი კიდევ უფრო სოლიდური და მრავალფეროვანი გახდება." dle 10.1

  • Hala
  • 15 იანვარი 2015
  • 2144
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)