ანჩელოტი: „რონალდუსა და მესის ყოფნა ერთ გუნდში...“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები დიდებულ ატმოსფეროს შექმნიან ტრიბუნებზე.დერბი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.იმედია, კარგ შეხვედრას ჩავატარებთ.“

„გამომდინარე იქედან, რომ „ატლეტიკო“ ხშირი მეტოქეა, ვიცით, როგორ უნდა ვიასპარეზოთ მათ წინააღმდეგ.სიმეონეს კოლექტივი ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებულია ევროპაში.ვგონებ, წარმატების გასაღები ინტენსიურ თამაშშია.“

„მესისა და კრიშტიანუს ყოლა ერთ გუნდში, ძალიან სერიოზული იქნება, თუმცა არ მგონია, რომელიმე შეიცვალოს.ეს მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი გუნდისათვის.“

„ხესე კარგად გრძნობს თავს.მან სრულად მოიშუშა ტრავმა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.შესაძლებელია, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს ბურთაობა.ჩემი შეგირდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად, გამორიცხული არაფერია.ძირითად თერთმეტეულს ხვალ გადავწყვეტ.“

„ჩემი აზრით, ინდივიდუალური ჯილდოები დამატებით მოტივაციას მატებს კრიშტიანუს.ის უკვე ხვალიდან დაიწყებს მუშაობას მეოთხე „ოქროს ბურთზე.““

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მსაჯობაზე, არამედ მატჩის ტაქტიკურ მონახაზზე.“

„მოგეხსენებათ, გოლების გატანა პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის.მთავარია, არ ვიჩქაროთ.ჩვენ განკარგულებაშია 90 წუთი და თავის გამოჩენა მატჩის მიწურულსაც არის შესაძლებელი.“

„მოდრიჩი მადრიდში განაგრძობს სარეაბილიტაციო კურსს.ის შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრია და ალბათ, 1 თვის შემდეგ დაბრუნდება მწვანე მინდორზე.ვგონებ, ისკომ სრულფასოვნად შეცვალა ხორვატი.მისი შესაძლებლობებით სიურპრიზი იყო ყველასათვის.“

„„ატლეტიკოდან“ ბევრ ფეხბურთელს შეეძლო სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა, მაგ: კოკეს, ხუანფრანს, კურტუას, კოშტას და ა.შ.“

„„ესპანიოლთან“ მატჩში, ძალიან რთული იყო იმ ეპიზოდში რონალდუსთვის პასის მიცემა.აქედან გამომდინარე, ბეილისთვის სათქმელი არაფერი მაქვს.ის კარგ კონდიციებშია და სასარგებლოა გუნდისათვის.“

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია მნშვნელოვან დროს.მხოლოდ სიმშვიდეთ შეგვიძლია მაქსიმუმის გაღება.“

„„როხიბლანკომ“ ბევრი გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობიდან.აშკარად მეტი ყურადღება გვმართებს.“

„ჩვენ საკუთარ სტილს არ ვუღალატებთ.ვეცდებით, რომ აგრესიულად ვიასპარეზოთ დაცვაში.“

„ბეილისა და რონალდუს ურთიერთობა ოპტიმალურია.გუშინ, კრიშტიანუმ „ოქროს ბურთი“ წარუდგინა თანაგუნდელებს და ცალ-ცალკე გადაიღო ფოტოები ყველასთან.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)