კეილორ ნავასი:"დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე "რეალი" გავა"

კეილორ ნავასმა, "Bwin"-თან ინტერვიუ ჩაწერა...


"დარწმუნებული ვარ, "ატლეტიკოს" სასურველი ანგარიშით დამარცხებას შევძლებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ."

"წინ საკმაოდ სერიოზული მატჩი გველის, ორივე გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით ემზადება, რადგან მადრიდული დერბი იოლი არასდროს გახლავთ. ყველამ ვიცით, რომ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ გულშემატკივრების იმედი გვაქვს. სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა ქომაგებმა მე-12 ფეხბურთელის როლი უნდა ითამაშონ."

"საშინაო არენაზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა, გულშემატკივართა მხარდაწერა ოპტიმიზმს გვმატებს, ეს აუცილებელი გახლავთ, რადგან წინა პაექრობაში 2-0 დავთმეთ და მეტოქის კარში სამი ბურთი გვაქვს გასატანი. ვგონებ, სტადიონი იმედით აღსავსე ადამიანებით შეიკრიბება და გამარჯვებას იზეიმებს."

"არ არის გამორიცხული თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნოს და ამითვის სრულ მზადყოფნას ვამზადებ. "რეალს" ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს, მე კი "როხიბლანკოელთა" ჩანაფიქრები უნდა გამოვიცნო."

"კრიშტიანომ ოქროს ბურთი დამაჯერებელი უპირატესობით მოიგო, მან ხმათა უმრავლესობა დააგროვა და საკმაოდ სამართლიანადაც. ის არის როგორც ინდივიდულური, ასევე გუნდური მოთამაშე, რომელსაც საკუთარი ფასეულობები აქვს. პორტუგალიელი შემტევი ნებისმიერი სპორტსმენისთვის მაგალითია. შესანიშნავ ფეხბურთელობასთან ერთად ბრწყინვალე პიროვნებაც გახლავთ. "

"2014 წელი როგორც ჩემთვის, ასევე მადრიდული გიგანტისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლუბმა 4 ტიტულის მოპოვება შეძლო. "ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა სრული ნდობა გამომიცხადა და ავანსები გავამართლე, რის შემდეგაც ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების კარი ჩამაბარეს, შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. ახლა განსხვავებული მიზნები მაქვს." dle 10.1

  • Hala
  • 14 იანვარი 2015
  • 1709
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)