რონალდუ: „სიამოვნებით ვითამაშედი მესისთან და ნოიერთან ერთად“

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე.


„ვგონებ, განვლილი მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.ჩემი აზრით, საუკეთესო ნაკრებმა მოახერხა ტიტულის მოგება.გერმანელები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ და საკმაოდ შეთამაშებულნი იყვნენ.სამწუხაროდ, პორტუგალიისათვის უფერულად წარიმართა ტურნირი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ შემდეგში უკეთესად ვიასპარეზებთ.“

„ყველაფერი, რაც ფეხბურთის განვითარებასა და აღორძინებას უწყობს ხელს, ძალიან მნიშვნელოვანია.“

„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებს შორის.ჩვენ ყოველდღიური ვარჯიშები გავქვს საკლუბო დონეზე და თანაგუნდელებიც უკეთესად ვიცნობთ ერთმანეთს.ეს საკმაოდ ნორმალური პროცესია.“

„ჩემი აზრით, დიდებული იქნებოდა ნოიერთან და მესისთან ერთად, ერთ გუნდში თამაში.“

„მინდა, რომ 2015 წელი ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც 2014 - ბევრი გოლის გატანა, ბევრი ასისტის გაკეთება და ტიტულების მოგება.ვიმედოვნებ, ემოციურად დატვირთული წელი იქნება.მთავარია, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ საყვარელი საქმისგან.“

„თითოეულ დამრიგებელს, რომელთანაც მიმუშავია, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემ განვითარებაში.“

„ედეგორი ძალიან კარგი მოთამაშეა, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.შესანიშნავად თამაშობს მარცხენა ფეხით.ეჭვგარეშეა, რომ დიდი მომავალი ექნება.“

„ვფიქრობ, მოწინავე პოზიციაზე დგას არა „ოქროს ბურთი,“ არამედ გუნდის წარმატება.ჩემი მიზანია, მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით შესვლა.უკვე მერვედ ვიმყოფები ციურიხში და ცხადია, როგორც ყველას, მეც მინდა რომ გამარჯვებული გახვდე.“

„მხოლოდ ღმერთმა იცის რა იქნება მომავალში.სამეფო კლუბში ბედნიერად ვგრძნობ თავს.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)