არბელოა:"მთელი გუნდი მომავალ დერბიზე ფიქრობს"

ალვარო არბელოას განცხადებით, მადრიდის "რეალმა" კატალონიელთა დამარცხებითი მუხტი მიიღო, ახლა კი მთელი გუნდის ფიქრი მადრიდულ დერბიზეა მიმართული...


"ესპანიოლის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში არასდროსაა იოლი, რადგან ისინი ბოლომდე იბრძვიან, მაგრამ 3-0 გავიმარჯვეთ და აქტივში მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ, რაც უმნიშვნელოვანესი იყო."

"მჯერა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერით "ატლეტიკოს" დამარცხებას შევძლებთ და სამეფო თასის ტიტულის დაცვის შანსი მომდევნო ეტაპზეც მოგვეცემა. მთელი გუნდი მოტივირებულია."

"გარეთ ბეილის ქმედებაზე გულშემატკივართა რეაქცია გადამატებული იყო. უელსელი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა იღბალი მის მხარეს არ აღმოჩნდა. მე ვერ ვუსაყვედურებ ფეხბურთელს, რომელმაც ძალიან ეფექტურად ითამაშა, შესანიშნავი გოლი გაიტანა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა."

"კრიშტიანოს გარეთთან დაპირისპირება არ აქვს, იმ მომენტში პორტუგალიელი უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში იყო, აქედან გამომდინარე რონის გული დაწყდა და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. მთელი გუნდი აფასებს ბეილს, რომელმაც შარშან სამეფო თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა, ასევე არ დაგვავიწყდეს ჩემპიონთა თასის ფინალი, სადაც სწორედ უელსელის გოლის წყალობით დავწინაურდით."

"გამარჯვება ძალიან საჭირო იყო, რადგან 2015 წელი საშინლად დავიწყეთ. 10 დღის მანძილზე "ბლანკოსმა" 3 პაექრობა ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო, დანარჩენი ორი კი დათმო. დარწმუნებული ვარ, თვის ბოლო წაგებების გრაფაში კვვლაც 2 ეწერება, გამარჯვებები კი თავისთავად მოვა." dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2015
  • 1482
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)