ანჩელოტი:"დერბიში კასილასი სკამზე დაჯდება"

"ესპანიოლის" დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრეს-კონფერენცია გამართა...


"გარეთ ბეილმა ძალიან კარგად ითამაშა და შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა არაერთ მომენტში შეეძლო თავის გამოჩენა. შესაძლოა ზოგი ფიქრობს, რომ ეგოისტია, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი რამეს სწორად ვერ აკეთებს ყველაფრის შესწორება შეიძლება. ვარჯიშები სწორედ იმიტომ იმართება, რომ სასურველ კონდიციაში ჩადგომასთნ ერთად შეგირდებმა რჩევებიც მოისმინონ."

"გარეთს შესანიშნავად ვუგებ, ის "მესტალიაზეც" და დღევანდელ მატჩშიც გუნდის დახმარებას ცდილობდა."

"კრიშტიანოს უელსელის მომენტი ნამდვილად არ ესიამოვნა, მაგრამ ეს აღშფოტება იქვე ჩაცხრა, რონი და ბეილი ჩვენი გუნდის უდავო ლიდერები არიან და არ არის საჭირო თემის გავრცობა და სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა. ყველაფერი რიგზეა, პორტუგალიურ-უელსური დუეტი "რეალის" მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს."

"დიეგო სიმეონეს გუნდი კარგად იყო მომზადებული, დარწმუნებული ვარ "ატლეტიკო" ბერნაბეუზეც დიდი ყურადღებით ითამაშებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად."

"საშინაო არენის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ექნება. დარწმუნებული ვარ სანტიაგო ბერნაბეუზე სრული ანშლაგის მომსწრენი გავხდებით. "ბლანკოსი" ყველაფერს გააკეთებს უშუალო მეტოქის სასურველი ანგარიშით დასამარცხებლად."

"კრიშტიანო ოქროს ბურთს აუცილებლად მიიღებს, მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. პორტუგალიელმა ხამეს როდრიგესს ურთულესი სიტუაციიდან გაუკეთა გადაცემა და გოლი გაატანინა."

"ისკო ალარკონის პროგრესი აშკარაა, მას უფრო ხშირად ვენდობი და გაცემულ ავანსებს ამართლებს. შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით ესპანელი ძალიან დაიხვეწა."

"ტონი კროოსს დიდი დატვირთვა აქვს, აქედან გამომდინარე მეორე ტაიმის მიწურულს მოედანზე სამი ხედირა შევუშვი, რომელმაც თანამემამულე ბრწყინვალედ ჩაანაცვლა. ტონის დასვენება ნამდვილად არ აწყენს."

"ფაბიო კოენტრაუს მომენტი ნამდვილად ხისტი იყო, მაგრამ არ მესმის რატომ მიიღო მან წითელი ბარათი. ამ შემთხვევაში ყვითელი საკმარისი იქნებოდა. საბედნიეროდ, აძევებამ გუნდის თამაშზე ცუდად არ იმოქმედა და ჩვეულ ტემპში გავაგრძელეთ ბურთის გორაობა."

"რაფალ ვარანი და ბაიერნი? მერწმუნეთ, ფრანგი ფეხბურთელი არაერთ წელს გაატარებს მადრიდის "რეალში", ის ჩვენ გვჭირდება და არსად გავუშვებთ."

"სამეფო თასის მატჩებში "ბლანკოსის" ღირსებას კეილორ ნავასი დაიცავს. დერბიში იკერს სკამზე დაჯდომა მოუწევს." dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2015
  • 6059
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)