ვალდერამა:"სიმეონეს გუნდი "რეალის" მთავარი კონკურენტია"

ლეგენდარულმა მუსიკოსმა და მადრიდის "რეალის" ერთგულმა გულშემატკივარმა, ხუან ვალდერამამ ჟურნალისტებთან საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდეგ "ატლეტიკო" დაიხვეწა და ბევრად უფრო ძლიერ ძალას წარმოადგენს, ვიდრე წლების წინ. კარლო ანჩელოტის მთავარი კონკურენტი სწორედ "როხიბლანკო" გახლავთ."

"სანტიაგო ბერნაბეუსთან ხუმრობა არ შეიძლება. ვგონებ, სამეფო კლუბს საშინაო კედლებში მსოფლიო ნაკრების დამარცხებაც კი შეუძლია. 3-0? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არ გამოვრიცხავ 4-1 ვიხილოთ და "ბლანკოსმა" მომდევნო ეტაპზე გააღწიოს, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო, დარწმუნებული ვარ "ატლეტიკო" თავს კარგად დაიცავს."

"ბარსელონა დიდი გუნდია, მაგრამ კოლექტივი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას. ესპანეთში "მერენგების" კონკურენტები "როხიბლანკოელები" არიან, ევროპაში კი მიუნხენის "ბაიერნს" ბადალი არ ჰყავს."

"ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძალიან საინტერესო იქნება. წლეულს, რამდენიმე კლუბი აცხადებს ოქროს მედალზე პრეტენზიას, მათ შორის დიეგო სიმეონეს გუნდიც არის, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ლონდონის "ჩელსის" არნახული პროგრესი. დარწმუნებული ვარ "არისტოკრატები" "მერენგებს" დიდ კონკურენციას გაუწევენ."

"არ შეიძლება დავივიწყოთ ჟოზე მოურიონიოს მოღვაწეობა სამეფო კლუბში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა საუკეთესო კონტრ-შემტევი გუნდი შექმნა, მაგრამ ბურთის დაჭერის თვალსაზრისით "ბლანკოსი" აშკარად მოიკოჭლებდა. კარლო ანჩელოტიმ კი შეტევაში სწრაფად გადასვლა გუნდს კვლავ დაუსახა მიზნად, მაგრამ ბურთის ფლობისკენაც აიღო მიმართულება, საბოლოო ჯამში იტალიელს იდეალური ნაზავი გამოუვიდა, რასაც შედეგიც მოჰყვა. "რეალმა" 1 წელიწადში 4 ტიტული მოიგო, რაც კლუბის მრავალწლიან ისტორიას არ ახსოვს."

"მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბლაუგრანას" სტილის შედარება არ შეიძლება, ორივე გუნდი რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს გვთავაზობს. შედეგების მხრივ "როხიბლანკომ" სიტუაცია აშკარად გაიუმჯობესა."

"არ ვთვლი, რომ გარეთ ბეილს ჩავარდნა აქვს. უბრალოდ, ის აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. უელსელი მოთამაშე უდიდეს ფიზიკურ ძალას ფლობს და ძალიან სწრაფია. ვფიქრობ, გარეთი კონტრ-შეტევებზე გაცილებით აგრესიული იქნებოდა."

"ალფრედო დი სტეფანო მადრიდული გუნდის სიმბოლო იყო, მისით მთელი ესპანეთი ამაყობდა, ის იყო საპატიო პრეზიდენტი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა."

"ხენტო? ის დიდებული იყო, სამეფო კლუბის ლეგენდებს შორის მას უდიდესი ადგილი ეკავა."

"ფრანცისკო ალარკონი ჩემი სისუსტეა. ვფიქრობ, ესპანელ ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია ოქროს ბურთის მოპოვება. მალაგელის საფეხბურთო ინტელექტი აღმაფრთოვანებელია. კარლო ანჩელოტიმ ისკოს აუცილებლად უნდა მისცეს სათამაშო დრო, ის მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. ალარკონის თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მისი ნიჭიერება ყოველგვარ საზღვარს სცდება."

"ალარკონს ხშირად ადარებენ ანდრეს ინიესტას და ემილიო ბუტრაგენიოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ისკო არის ისკო! ის არის უდიდესი ფეხბურთელი, რომელიც სულ ცოტა ხანში "მერენგების" მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება."

"რთულია ისაუბრო იმაზე, უდგას თუ არა ისტორიაში საუკეთესო დრო "რეალს". მე მახსენდება ემილიო ბუტრაგენიოს "ბლანკოსი", ასევე რთულია დავივიწყო ზიზუს, ფიგუს, რობერტო კარლოსის, რაულის, სოლარის, მორიენტესის, რონალდოს, მაკელელეს და სხვების გუნდი, რომლებიც საოცრებებს სჩადიოდნენ მოედანზე."

"გარეთ ბეილისა და ანხელ დი მარიას შედარება არ შეიძლება, ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ სტილში თამაშობენ."

"კარლო ანჩელოტიმ ყველა გუნდში დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მწვრთნელია. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტისთვის "ბლანკოსი" დიდი გამოწვევა იყო, რომელიც მან მიიღო და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად გაართვა თავი." dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2015
  • 1375
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)