ანჩელოტი: „მესის ადგილი ყველა გუნდში მოიძებძენა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა დამრიგებელმა, „ესპანიოლთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„„კოპა დელ რეის“ მატჩამდე კრიშტიანუ გადაღლილობა დაეტყო და ამიტომ დაიწყო „ატლეტიკოსთა“ თამაში სათადარიგო სკამზე.ამ ეტაპისათვის, მისი კონდიციები დამაკმაყოფილებელია და აუცილებლად იასპარეზებს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ.“

„რამოსს ფიზიკური პრობლემების მოსაგვარებლად დასვენების საშუალება მიეცემა.მან საკლუბო მუნდიალზე მიიღო მსუბუქი დაზიანება, რომელიც შეიძლება გართულდეს.სერხიო სათასო პაექრობაში დაბრუნდება მწვანე მინდორზე.სხვა ცვლილებებას არ იგეგმება ხვალინდელ შეხვედრაში.“

„ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე არიან და კატალონიელების დასამარცხებლად ემზადებიან.დროა, დავიწყოთ გამარჯვებათა სერია.“

„ვფიქრობ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის დამატება არ მოგვიწევს.ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით ტრავმირებულების სარეაბილიტაციო კურსს.ხედირა გამოეწერა ლაზარეთიდან, ხოლო ლუკა მოდრიჩი აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას.ის უახლოეს მომავალში დაგვიბრუნდება.“

„რა თქმა უნდა, „ესპანიოლთან“ დაპირისპირება მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ პირველი გაამრჯვება უნდა ვიზეიმოთ 2015 წელს.„რეალი“ სატურნირო ცხრილის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება და ძალიან გვჭირდება 3 ქულა.“

„ედეგორი დიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელია.ჩვენ ახლოს გავიცანით მარტინი და კიდევ უფრო დავრწმუნდით მის შესაძლებლობებში, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერი ცნობილია მისი მომავლის შესახებ.“

„ცხადია, ბოლოდროინდელი მოვლენებით გახარებული ვერ ვიქნები, მაგრამ დიდ პრობლემებსაც ვერ ვხედავ.გუნდმს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა და ეს ნორმალური პროცესია.რაც მთავარია, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით.“

„დიახ, იკერს ვეთანხმები, რომ მე უკეთესი დამრიგებელი ვარ, ვიდრე მოურინიო (იცინის).ბუნებრივია, ყველა ადამიანს საკუთარი აზრი გააჩნია და მოხარული ვარ, რომ ასეთი სიტყვების მესმის იკერისგან.რაც შეეხება მესის, ვგონებ, რომ მისი ადგილი მსოფლიოს ნებისმიერი კლუბში მოიძებნება.“

„კრიშტიანუს მუხლები კარგ მდგომარეობაშია.“

„ახალი მწვრთვნელმა ახალი მენტალიტეტი შეიტანა „ესპანიოლში.“ისინი უკეთესად გამოიყურებიან ორგანიზებულობის კუთხით.მორიგი რთული პაექრობა გველის.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)