კასილასი: "ანჩელოტი მოურინიოზე უკეთესია"

იკერ კასილასის განცხადებით, მადრიდის "რეალს" ლეო მესის შეძენა არ სჭირდება.


"კარლო ანჩელოტი ჟოზე მოურინიოს სჯობია. პორტუგალიელ მწვრთნელთან დალაგებული და სტაბილური ურთიერთობა არ მქონია. იყო სახალისო და დეპრესიული მომენტები. იგი ჩემთან იშვიათად საუბრობდა და ტრავმის პერიოდში აზრს არ მეკითხებოდა. ახლა ჩვენი გზები გაიყარა და მოურინიოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ კარლოსთან ასე არ ვიქნები."

"მოურინიოს ხელში სამეფო კლუბმა არაერთი ტიტული მოიპოვა და ყველაფრის მიუხედავად მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო თავის ამჟამინდელ გუნდში. თუ ჟოზეს სადმე შევხვდები აუცილებლად მივესალმები და ხელს ჩამოვართმევ. იმედი მაქვს ისიც ანალოგიურად მოიქცევა."

"განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა მქონდა ჩაბი ალონსოსთან, რომელმაც წელს გუნდი გამოიცვალა. ჩვენი მეგობრობა მუდამ გაგრძელდება."

"რაც შეეხება "ოქროს ბურთს", ვფიქრობ, რომ ამ ინდივიდუალურ ჯილდოს კრიშტიანო რონალდო იმსახურებს. მან გასულ სეზონში წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა."

"ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე, რომ თითქოს მადრიდის "რეალი" ლეო მესის შეძენას აპირებს. რა თქმა უნდა, არგენტინელი ვარსკვლავი ერთ–ერთი საუკეთესოა დღეს, თუმცა ჩვენ იმდენად ძლიერი გუნდი გვყავს და მისი ტრანსფერი "ბლანკოსს" არ სჭირდება."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 9 იანვარი 2015
  • 2524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)