ლოთარ მათეუსი:"ნოიერი და მესი ოქროს ბურთს არ იმსახურებენ"

ლეგენდარული გერმანელის, ლოთარ მათეუსის განცხადებით, ოქროს ბურთის მფლობელი მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანო რონალდუ უნდა გახდეს, რადგან შვიდიანი მთელი წლის მანძილზე ძალიან აქტიური იყო და შესანიშნავი შედეგები აჩვენა...


"ვფიქრობ, მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დარწმუნებული ვარ "ბაიერნის" მეკარეს კიდევ ექნება შანსი. წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდუ უნდა დასახელდეს, მან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერაფერი გააწყო, რადგან ეროვნული ნაკრები საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, ამასთანავე უნდა გავიხსენოთ დაზიანება, რომლითაც შვიდიანს ასპარეზობა უწევდა, მაგრამ ეს ყველაფერია? რა თქმა უნდა არა! რონალდუმ "ბლანკოსთან" ერთად ჩემპიონთა თასი და ესპანეთის La Copa მოიგო, რაც იოლი ნამდვილად არ გახლავთ. ესეც ყველაფერია? არა! კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, მან ერთ სეზონში ყველაზე მეტ გოლს მოუყარა თავი და ბომბარდირის ჯილდოც გადაეცა."

"ლიონელ მესის ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა და სამეულში მოხვედრაც არ დაუმსახურებია. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო არგენტინელი შემტევის ნაცვლად არიენ რობენს შევიყვანდი სამეულში, რადგან ჰოლანდიელი ეფექტური იყო, როგორც "ბაიერნში", ასევე ვან გაალის "ჰოლანდიის" ეროვნულ გუნდში." dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2015
  • 1912
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)