რედონდო:"სამეფო კლუბში და ზოგადად ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ფერნანდო რედონდოს განცხადებით, თანამედროვე ფეხბურთი 10-15 წლის წინანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება...


"სამეფო კლუბის გარდასახვა აშკარა და თვანათლივია. დღეს ჩვენ ვხედავთ "რეალს", რომელმაც ნებისმიერი ტიტულის შეიძლება მოიგოს. ჟოზე მოურინიოს დროს გუნდს თავდაჯერებულობა აკლდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ ეპოქაზე. როგორც სჩანს, კარლო ანჩელოტიმ შეგირდთა ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა და დღეს "მერენგები" მოედანზე დამაჯერებლად გამოდიან."

"თანამედროვე ფეხბურთში დიდი ცვლილებებია შეტანილი, რაც პირველ რიგში ფიზიკურ მომზადებას ეხება. ჩემ დროს მწვთნელი შეტევას და საკუთარ პოზიციაზე დადგომას გვავლებდა, ახლა კი თავდამსხმელიც კი დაცვის დახმარებას ცდილობს და მთელი სტადიონზე სირბილი უწევს, რაც უდიდესი ფიზიკურ მომზადებასთან არის დაკავშირებული."

"ტაქტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ დაიხვეწა, მაგრამ ფეხბურთმა დაკარგა ის ელფერი და ტექნიკა, რაც ადრე ჰქონდა. ტექნიკური ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებს ნაკლებად ავლენენ, რადგან გუნდს ამის დრო არ აქვს."

"მახსოვს ფიგუს, კარლოსის, ზიდანის, რონალდოს და სხვებით შესანიშნავი ფინტები, ეფექტური თამაში, რომელიც გულშემატკივრების გასახარებლად იყო გამოყენებული. დღეს ჩვენ 90 წუთის მანძილზე შესაძლოა 2-3 ფინტი ვიხილოთ, როდესაც ადრე ამას ყველა აკეთებდა."

"წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგას 3 მთავარი ფავორიტი ჰყავს. ესენი არიან : "ბაიერნი", "ჩელსი" და რაღა თქმა უნდა სამეფო კლუბი, რომელსაც ისტორიული შანსი ეძლევა, დედაქალაქელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ზედიზედ 2-ჯერ მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ."

"ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს დაუსრულებელი შერკინება უკვე დამღლელი და მოსაბეზრებელი გახდა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ნომინაციაში ახალი ფეხბურთელები იქნებიან წარდგენილნი, თუმცა ამას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. რთულია ლიონელისა და CR7-ის დონემდე მისვლა." dle 10.1

  • Hala
  • 7 იანვარი 2015
  • 1762
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)