8 წელი მარსელო ვიეირას დებიუტიდან

დღეს, 7 იანვარს, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი მცველის, მარსელო ვიეირას დებიუტიდან 8 წელი გავიდა...


მადრიდელი ახალგაზრდა სამეფო კლუბს 2006/2007 წლების სეზონში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემოუერთდა, მისი დებიუთი "რიასორზე", ლაკორუნიის "დეპორტივოს" წინააღმდეგ შედგა.

ბრაზილიელი შეგირდის ანგარიშზე 8 წელიწადში 294 შეხვედრა და 20 გატანილი ბურთია, ის სამეფო კლუბის შემადგენლობის უცვლელი წევრი გადმოსვლიდან მალევე გახდა და ლეგენდარული რობერტო კარლოსი სათანადოდ ჩაანაცვლა.

სამეფო კლუბში ვიეირას ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული, მისთვის 2014 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან გუნდმა 4-ჯერ მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.

არავის დაავიწყდება ბრაზილიელის მიერ გატანილი გოლი, რომელიც მან "ატლეტიკოს", ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუტანა.

ვიეირას მიმდინარე სეზონში 29-იდან მხოლოდ 2 პაექრობაში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. dle 10.1

  • Hala
  • 7 იანვარი 2015
  • 1575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)