Le10Sport:"ხედირას წასვლის შემთხვევაში "რეალი" ია ია ტურეს შეიძენს"

Le10Sport საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველს, ია ია ტურეს მადრიდის "რეალში" გადასვლას ეხება...


გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას მადრიდიდანა აბარგება 99% გადაწყვეტილია, რადგან მხარეები ახალ კონტრაქტზე საუბრის დონემდეც არ მიდიან, აქედან გამომდინარე ივნისის ბოლო მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ზემოთხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, კარლო ანჩელოტი ზაფხულში აუცილებლად შეიძენს შუახაზელს და ეს მოთამაშე სავარაუდოდ კოტ'დიუვარელი ია ია იქნება, რომელსაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება "ბარსელონაში" ყოფნის დროს აქვს მიღებული.

იტალიელ სპეციალისტს ტურე საკთარ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნია. მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ია იას ფიზიკური მონაცემები და სათამაშო სტილი მადრიდულ ფილოსოფიას ბრწყინვალედ მოერგება.

უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია, რომელიც წლების წინ კატალონიელი იყო. რამდენად დათანხმდება "ბარსელონას" გულშემატკივრების მოძულებას და გამადრიდელებას ამჟამად მანჩესტერელი ფეხბურთელი ჯერ-ჯერობით უცნობია. dle 10.1

  • Hala
  • 6 იანვარი 2015
  • 2717
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)