ანჩელოტი:"ადრე თუ გვიან დავმარცხდებოდით"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


"შესანიშნავ სერიას წერტილი დაესვა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით გარჯით კმაყოფილი ვარ. 22 მატჩის ზედიზედ მოგება იოლი როდი გახლავთ, ადრე თუ გვიან დავმარცხდებოდით."

"ჩვენ კარგად თამაშის ყველა რესურსი გვაქვს, აღებულ ტემპს არ დავაგდებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად."

"ვალენსია ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, მასპინძლებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, ვულოცავ მათ და წარმატებას ვუსურვებ. გასულ შერკინებაზე აღარ ვფიქრობ, რადგან გუნდი დერბისთვის მყავს მოსამზადებელი. Copa Del Rey-ზე ჩვენი მეტოქე "ატლეტიკო" იქნება, სიმეონეს გუნდთან ჭიდილი დიდ ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვს. ეს მარცხი ფეხბურთელებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ."

"ლა ლიგაში კიდევ არაერთი ტურია დარჩენილი. ჩვენი ერთი მატჩი რეზერვში გვაქვს, თუმცა არც ეს ცვლის ბევრ რამეს. მთავარია ყურადღებით ვითამაშოთ და გადამწყვეტ მატჩებში ქულები არ გავანიავოთ."

"შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში რეალობას ზუსტად ნამდვილად არ ასახავს. ვფიქრობ, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით, რადგან არაერთი მომენტი შევქმენით, რაც გოლში ვერ გარდავსახეთ. როგორც სჩანს, სიზუსტე დაგვაკლდა."

"ვალენსია წინა წლებთან შედარებით ბევრად ეფექტურია, დარწმუნებული ვარ, "ღამურები" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ."

"მსაჯებზე საუბარი არ მსურს, მათ დიდი ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა." dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2015
  • 3902
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)