ვან გაალი:"ჩვენ ერთხელ დავხარჯეთ იმდენი, რამდენსაც პერესი სულ ხარჯავს"

ლუის ვან გაალის განცხადებით, მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მართლაც დიდი თანხა დახარჯა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "უტდ" მომენტალურად დაიპყრობს მწვერვალებს...


"არ მესმის, რატომ იწვევს დიდ აჟიოტაჟს ჩვენი აქტიურობდა. გასაგებია, რომ "მანჩესტერმა" ზაფხულში 150 მილიონზე მეტი დახარჯა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერება, მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერია. შედეგს ძალიან მალე მივაღწევთ, ჩვენ შესანიშნავი კოლექტივი ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ერთმუშტად შეკვრა სჭირდება."

"მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა 100-130 მილიონს თითქმის ყოველ ზაფხულს ხარჯავს. მახსოვს წლები, როდესაც "ბლანკოსი" ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალს ვერ სცდებოდა, თუმცა მათი ბიუჯეტი ყოველი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს მნიშვნელოვნად მცირდებოდა."

"არასდროს არავის უკითხავს თუ რატომ შეიძინა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუ, რიკარდო კაკა, ჩაბი ალონსო, გარეთ ბეილი და სხვები. ეს ფეხბურთელები "მერენგებს" უდიდესი თანხა დაუჯდათ, თუმცა არც შეგირდების მიერ ნაჩვენებმა რეზულტატმა დააყოვნა."

"კარლო ანჩელოტიმ ჩამოაყალიბა კოლექტივი, რომელსაც დღევანდელ დღეს ბადალი არ ჰყავს, მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი."

"წელს "ბლანკოსს" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის უპირობო ფავორიტად მივიჩნევ."

"ჩემი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას და გულშემატკივართა დაინტერესებას. სერ ალექს ფერგისუონის წასვლის შემდეგ კლუბში ახალი ეპოქა დაიწყო. "უტდ" კვლავაც დაბრუნდება მოწოდების სიმაღლეზე."

"ანხელ დი მარიას, რადამელ ფალკაოს და სხვების შეძენით დიდი რესურსი გავიჩინეთ. ვგონებ, ჩემ განკარგულებაში მყოფი მოთამაშეები გუნდს დიდ დახმარებას უწევენ." dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2015
  • 2260
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)