ნეგრედო მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება

"ვალენსიას" თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო, რომელიც მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია, დღეს მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება.


სამი წლის წინ, 2011 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ნეგრედო "სევილიას" ღირსებას იცავდა, მას მოუწია სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაში, თუმცა ის შეხვედრა ესპანელი ფორვარდისთვის უიღბლო გამოდგა. მადრიდელებმა მოწინააღმდეგე 6-2 დაამარცხეს.

ალვარომ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, კარიერის განმავლობაში სულ ათჯერ ითამაშა და მხოლოდ ოთხი ბურთის გატანა მოახერხა. ამ დაპირისპირებებიდან ნეგრედომ სამი მატჩი მოიგო, ექვსჯერ დამარცხდა და ერთ შეხვედრაში მისი გუნდი ყაიმს დასჯერდა.

"სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაშის საკმარისი გამოცდილება მაქვს. მოხარული ვარ, რომ დღეს "რეალისთვის" ქულების წართმევის შანსი მეძლევა. როდესაც "ალმერიას" ღირსებას ვიცავდი, "ბლანკოსის" დამარცხება შევძელი. მადრიდელთა კარი უკვე აღებული მაქვს და დღესაც ვეცდები ეს ემოცია ხელახლა განვიცადო."

"მადრიდის "რეალის" დამარცხება მარტივი საქმე ნუ გგონიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან , თუმცა ჩვენ გუნდური თამაშის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას" - განაცხადა ალვარო ნეგრედომ.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 4 იანვარი 2015
  • 1437
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)