ბრიტანული კლუბები ვარანის სანაცვლოდ 24 მილიონს ჩამოდიან

როგორც ჩანს მანჩესტერ "იუნაიტედის" და "ჩელსის" წარმოამდგენლები ახალი წლის დღეებს უქმად არ კარგავენ და ტრანსფერების გასაჩარხად მუშაობენ.


ბრიტანელთა მიზანი რაფაელ ვარანის დამატება გახლავთ, ორივე გუნდის ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალს" 24 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად ფეხბურთელის მოხიბვლას კი მაცდუი სახელფასო განაკვეთით და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილით აპირებენ.

The Telegraph-ის ინფორმაციით ინგლისელებს ზინედინ ზიდანთანაც სურთ გასაუბრება, რადგან ვარანის მთავარი რეკომენდატორი და მხარდამჭერი სწორედ მისი თანამემამულე გახლავთ. თავის დროზე სწორედ ზიზუმ გაჩარხა რაფას ტრანსფერი "ბლანკოსში".

დღევანდელი მდგომარეობით სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად დაცვის ცენტრალურ ნაწილში სერხიო რამოსი და კეპლერ პეპე ითვლებიან, თუმცა ვარანს საკმაოდ ხშირად ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. ფრანგი ახალგაზრდა დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ჯეროვნად ართმევს თავს.

საკმაოდ რთული წარმოსადგენია, რომ ფლორენტინო პერესმა ამომავალი ვარსკვლავი ვინმეს დაუთმოს, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2015
  • 1583
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)