როდრიგო, “კასტილიას” ახალი ლიდერი

როდრიგო, “კასტილიას” ახალი ლიდერი


როდრიგო მორენო მაჩადო, “კასტილიამ” ამ ზაფხულს, “სელტადან” გადაიბირა. ბრაზილიელი ფეხბურთელი 18 წლისაა და ბოლო მატჩებში “რეალის” სარეზერვო გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა.


სეზონის დასაწყისში, დებიუტანტი მოთამაშე “რეალის” მწვრთნელებმა “იუვენილ ა”-ში მიავლინეს, თუმცა სულ რაღაც 4 მატჩის შემდეგ, როდრიგო უკვე “ბლანკოსის” მესამე გუნდში “დააწინაურეს”: “ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა თანაგუნდელები გვერდში დამიდგნენ, და შედეგად, ახლა “კასტილიას” ღირსებას ვიცავ. ეს ჩემთვვის უდიდესი პროგრესია.”

სწორედ მისი სადებიუტო შეხვედრიდან დაიწყო, “კასტილიას” 4-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც ახლაც გრძელდება. როდრიგოს დებიუტი “ლანსაროტესთან” მატჩში შედგა, მომდევნო შეხვედრაში, “ლას პალმასის” წინააღმდეგ, ბრაზილიელმა უკვე სადებიუტო გოლი შეაგდო. ამას მოჰყვა მატჩი “ტოლედოსთან”, რომელშიც როდრიგო საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა და მორიგი ბურთი, დივიზიონის ლიდერ, “გვადალახარას” კარში.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი პოზიციისა (როდრიგო ცენტრალური თავდამსხმელია), ბრაზილიელს ხშირად უწევს ნახევარდაცვაში ასპარეზობაც. გამომდინარე მისი ტექნიკური არსენალიდან, როდრიგო მარცხენა ნახევარმცველის ფუნქციებს შესანიშნავად ითავსებს, თანაც, ცაციაა. “მსგავსად ბრაზილიელი ფეხბურთელებისა, ტექნიკური გახლავართ და, ძირითადად, ფორვარდის ფუნქციებს ვასრულებ, თუმცა ნახევარდაცვაში თამაშიც ძალიან მომწონს, რადგან მეტოქეთა მოტყუება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და კარგადაც გამომდის,” - აღნიშნავს “კასტილიას” დებიუტანტი.

როდრიგომ პირველივე მატჩში აღაფრთოვანა “კასტილიას” სამწვრთნელო შტაბი, რასაც ის შედეგი მოჰყვა, რომ მისი “დამსახურებით” სათადარიგოთა სკამზე დარჩენა “კასტილიას” ლიდერებს, ხავიერ აკუნიასა და ადამ სჟალაის საკმაოდ ხშირად უწევთ. “საქმე კონკურენციაში არაა. მთავარია, სეგუნდას საგზური მოვიპოვოთ. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ეს სავსებით შესაძლებელია. რაც შეეხებათ ჩემს კონკურენტებს, მათთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. სჟალაიმ, აკუნიამ, მოსკერამ და კიდევ სხვებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლეს და თავიანთი გამოცდილება გამიზიარეს, რაც ძალიან დამეხმარა.”

ფეხბურთელი ახალ წელს ახალი იმედებით ხვდება: “2009 წელი ჩემთვის წარმატებული გამოდგა. ახალი წლისიც დიდად მეიმედება. ძალიან მინდა, “კასტილიას” ძირითად გუნდში დავმკვიდრდე, შემდეგ კი უკვე მთავარ გუნდში გადასვლის შანსიც გამიჩნდება.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 26 დეკემბერი 2009
  • 3496
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)