რამოსი: "ოქროს ბურთს რონი იმსახურებს"

სერხიო რამოსის აზრით, კრიშტიანო რონალდო გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე მანუელ ნოიერი და ლიონელ მესი.


"ოქროს ბურთს კრიშტიანო იმსახურებ. იგი დაბადებულია გამარჯვებებისთვის და მარცხს ადვილად ვერ ეგუება. რონალდოს ყველაფრის მოგება სურს, როგორც საკლუბო და სანაკრებო, ასევე ინდივიდუალურ გათამაშებებში. როგორც მეგობარს და თანაგუნდელს მე მისი ყოველი წარმატება გამიხარდება."

"ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელშიც სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, მედიკოსებით დამთავრებული ყველა ჩართულია. გუნდელები ერთმანეთს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ და ალბათ ეს უნდა იყოს ჩვენი წარმატების გასაღები."

"დღევანდელი გადმოსახედიდან, შემიძლია თავისუფლად განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე მადრიდის "რეალს" ლიმიტი არ გააჩნია. ჩვენ ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას იმისთვის, რომ მომდევნო წელი ისეთივე იღბლიანი და წარმატებული იყოს, როგორც 2014 გახლდათ."

"კარლო ანჩელოტი ძალიან დიდ საქმეს ასრულებს ფეხბურთელებთან ხშირი ურთიერთობით. გასახდელში იგი დადებითი ემოციებით გვმუხტავს და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვდივართ. კარლიტო დიდებული სპეციალისტი და არაჩვეულებრივი ადამიანია."

Goal.com dle 10.1

  • Junior
  • 24 დეკემბერი 2014
  • 2180
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)