ფინალების გმირი კონტრაქტის გახანგრძლივებას იმედოვნებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად, ანდალუსიელმა ფეხბურთელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გადამწყვეტ პაექრობაშიც მოახერხა თავის გამოჩენა.


„სან ლორენსოსთან“ თამაშის 36-ე წუთზე, რამოსმა ნაყოფიერად დაუხვედრა თავი კროოსის ჩაწოდებულს და გუნდს მორიგი ტიტულისაკენ გაუხსნა გზა, ხოლო ნამატჩევს, ჟურნალისტებთან შემდეგი დასძინა: „ყოველთვის მიყვარდა მეტოქის კარის აღება და ფეხბურთელის მაღალი ფასი სატრანსფერო ბაზარზე, სწორედ გოლაობის დამსახურებაა“ - შეიძლება ითქვას, მან ერთგვარი მესიჯი გაუშვა ხელმღვანელობის მისამართით.

2011 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სერხიოს „რეალში“ ყოფნას, 2017 წლის ზაფხულში გაუდის ყავლი.ალბათ, ფინანსურ მხარეზე უფრო, „ოთხიანი“ მეტ აღიარებს ითხოვს კლუბისაგან, რამეთუ ბოლო წლებში, „ბლანკოსის“ ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.გულშემატკივრებს ძალიან უყვართ 28 წლის მცველი, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კრიშტიანუ.ის ვიცე-კაპიტია და როდესაც გასახდელში საუბრობს, ფეხბურთელებიც ჩუმდებიან და მწვრთვნელებიც.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფლორენტინო პერესმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია: „არასოდეს მქონია პრობლემა რამოსის კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით და ადამიანები ყოველთვის ამბობენ, რომ ის ჩემი ფავორიტია.სერხიო ნამდვილი მადრიდისტაა და პეპესთან ერთად გააგრძელებს „რეალის“ ღირსების დაცვას.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მოთამაშის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, არიგო საკის საგაზეთო ინტერვიუს მოყვა.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)