ბაუსა: „„რეალი“ უძლიერესია შეტევაში“

"სან ლორენცოს" მთავარმა მწვრთნელმა, ბაუსამ საკლუბო მუნდიალის ფინალის დასრულების შემდეგ პრე-კონმერენცია გამართა.


"უპირველეს ყოვლისა მინდა მადრიდის "რეალს" გამარჯვება მივულოცო. "ბლანკოსი" შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს-დღეობით. "მერენგებს" დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, რომელიც მუდამ წარმატებებისკენ მიისწრაფვის. გუნდის იდეალურ სახემდე მიყვანაში ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტის მიუძღვის. მინდა იტალიელ კოლეგასაც მივულოცო გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო."

"დამარცხება ჩემი გუნდისთვის მძიმედ გადასატანია, რადგან მატჩამდე გამარჯვების ილუზიით ვიყავით შეპყრობილნი. შეხვედრა ურთულესი გამოდგა. ვიცოდით, რომ "თეთრების" გამკლავება მარტივი საქმე არ იყო, თუმცა დაპირისპირებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაფრის მიუხედავად, ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და მადრიდელების წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი პატივია."

"აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირების დროს, საუკეთესოს გამოვლენისას, გავლენა არ ჰქონია მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებს. ჩემი სურვილი იყო, მეტოქისთვის ბურთი არ დაგვეთმო და ბრძოლის გარეშე სადავეების მათთვის არ გადაგვეცა."

"ჩვენთვის წლევანდელი სეზონი მაინც კარგი იყო, რადგან "კოპა ლიბერტადორესის" გამარჯვებულები გავხდით. ამ გათამაშებაში მონაწილეობას უძლიერესი კლუბები იღებენ. მართალია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები ვერ გავხდით, თუმცა სეზონი მაინც წარმატებული გამოდგა."

" "სან ლორენცოსა" და მადრიდის "რეალს" შორის განსხვავება 540 მილიონი ევროა. ფინანსური სიძლიერე რა თქმა უნდა, გუნდის ძალებზეც აისახება. მცირე ბიუჯეტიანმა გუნდმა შევძელით მუნდიალის ფინალში გასვლა და ვფიქრობ ამით გულშემატკივრის გული მოვიგეთ." dle 10.1

  • Junior
  • 21 დეკემბერი 2014
  • 3000
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)