2014 კლუბის ისტორიაში საუკეთესო წელია

მადრიდის "რეალისთვის" 2014 წელი საუკეთესოდ გამოცხადდა, რადგან კლუბმა ოთხი ტიტული მოიგო, მსგავსი სახით პრეცენტენტი "მერენგების" მრავალწლიან ისტორიაში არ დაფიქსირებულა...


კარლო ანჩელოტის გუნდმა წარმატებული სვლა ესპანეთის სამეფო თასის მოგების დაიწყო, სადაც მეტოქე "ბარსელონა" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. პირველი ტიტულიდან ერთი თვის თავზე კარლო ანჩელოტიმ საოცნებო "ლა დესიმა" დადო, რის საფუძველზეც კლუბმა ევროპის სუპერთასზე მიიღო მონაწილეობა და "სევილიას" შანსი არ დაუტოვა, გუშინ კი "მერენგებმა" მაროკოში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მადრიდულ გუნდს 4 ტიტულის არასდროს მოუგია, აქედან გამომდინარე 2014 წელი პრეცენდენტულად გამოცხადდა.

მადრიდული "პრეცენდენტები"

მადრიდელთა საუკეთესო შედეგი წელიწადში 3 ტიტული იყო. პირველი პრეცენდენტი 1957 წელს დაფიქსირდა, როდესაც "თეთრებმა" ევროპის თასი, ესპანეთის პრიმერა და "ლათინო" თასი მოიგეს. 32 წლიანი შესვენების შემდეგ "ბლანკოსმა" კიდევ შეძლო სამჯერ თასის აღმართვა, ეს მოხდა 1989 წელს, როდესაც კლუბმა მოიგო ლა ლიგა, სამეფო თასი და ესპანეთის სუპერთასი. ბოლო წელი, როდესაც "ბლანკოსმა" ჰეთ-თრიკი შეასრულა 2002 იყო. მაშინ გალაქტიკომ" საკუთარი მუზეუმი ჩემპიონთა თასით, საკონტინენთაშორისო თასით და ევროპის სუპერთასით გაამდიდრა.

ახლა კი სახეზე გვაქვს "პოკერი", რომელიც ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ შეასრულა!

Hala Madrid ! Hala Carlo Ancelotti ! dle 10.1

  • Hala
  • 21 დეკემბერი 2014
  • 3135
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)